"გულის ამრევია რეებიც მესმის... ყველამ უნდა გაიგოს, ვინ იყო კეთილსინდისიერი და ვინ ითამაშა პიარზე" - რას წერს ლაშა ბასლანძე? - კვირის პალიტრა

"გულის ამრევია რეებიც მესმის... ყველამ უნდა გაიგოს, ვინ იყო კეთილსინდისიერი და ვინ ითამაშა პიარზე" - რას წერს ლაშა ბასლანძე?

რესტორან "ქვევრის" დირექტორი და სალომე ბაკურაძის ქმარი - ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"პირობას ვდებ, რომ ყველა ფეხბურთელის, ოლიმპიელის თუ პარაოლიმპიელის საჩუქრებს ჩავყვებით ბოლომდე! ყველამ უნდა გაიგოს ვინ იყო კეთილსინდისიერი და ვინ ითამაშა პიარზე და ნებართვების მოსაპოვებლად! გულის ამრევია რაებიც მესმის და შინაური გარეული მე აქ არ ვიცი! ამ ადამიანების გამო გვიტირია და ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყანა ისე უსახელებიათ, როგორც არავის! ჩვენი ვალია ყველასი, რომ დავიცვათ ყველაფრისგან და მითუმტეს აფერისტებისგან!"