"რომ იცო­და ჩემი მე­უღ­ლის ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შო­რი­დან აქვს ნას­რო­ლი თავ­ში..." - რას ჰყვება ერთ-ერთი მოკლულის ცოლი სამმაგ მკვლელობაში ბრალდებულზე? - კვირის პალიტრა

"რომ იცო­და ჩემი მე­უღ­ლის ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შო­რი­დან აქვს ნას­რო­ლი თავ­ში..." - რას ჰყვება ერთ-ერთი მოკლულის ცოლი სამმაგ მკვლელობაში ბრალდებულზე?

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში სამ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ზ.ზ. და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ელო­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სამი პირი: მე­უღ­ლე - 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ტ., თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი: 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.კ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ერთ-ერთ გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე "ტვპირ­ველ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და გარ­დაც­ვლი­ლი ძმა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ და მათ შო­რის არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა.

"ბავ­შვო­ბის ძმა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ, არა­ნა­ი­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, კონ­ფლიქ­ტი. გუ­ში­ნაც კი გვქონ­და კავ­ში­რი. გა­ი­კი­თხეთ ჩემი მე­უღ­ლე, წყნა­რი, მშვი­დი და ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ რა მოხ­და არ ვიცი." გააგრძელეთ კითხვა