ახალაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო, ხელოვნურ ტბაში 23 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს - თერჯოლაში, სოფელ სიმონეთთან ახლოს ტრაგედია დატრიალდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა.
ახლობლების თქმით, ახალაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.