"ყველაფერი კარგად იქნება!" - რას ამბობს მეუფე დანიელი საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ?
[მართლმადიდებლობის]სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ დათუაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან და მსჯელობა გაგრძელდება.
"ყველაფერი კარგად იქნება! პოზიცია არის დადებითი. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება. იქნება მსჯელობა შემდეგში, ახლა, არაფერზე არ შევთანხმდით. გადაწყვეტილება ერთადერთი არის ის, რომ იქნება მსჯელობა რელიგიის საკითხი წარმოჩინებული იყოს უფრო აღმატებული ხარისხით“,-განაცხადა მეუფე დანიელმა
ამასთან, კითხვაზე, უარს ეუბნება თუ არა საპატრიარქო „ქართულ ოცნებას“ შეთავაზებაზე, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, მღვდელმთავარი პასუხობს, რომ „არავითარი უარი არ არის, შემოთავაზება არის ძალიან სწორი და კარგი“.
შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ესწრებოდა მღვდელმთავრების ნაწილი და თავად საპატრიარქოს მიერ მიწვეული კონსტიტუციონალისტი, ჯონი ხეცურიანი.
"ინტერპრესნიუსი"