"პირველად ამ სპორტის შესახებ გავიგე მაშინ, როცა ვიყავი 16 წლის, ეს მოხდა დაახლოებით ორი თვის შედეგ, რაც გავიკეთე ხელის ამპუტაცია" - როგორ მივიდა ტაიკვანდოზე ანა ჯაფარიძე? - კვირის პალიტრა

"პირველად ამ სპორტის შესახებ გავიგე მაშინ, როცა ვიყავი 16 წლის, ეს მოხდა დაახლოებით ორი თვის შედეგ, რაც გავიკეთე ხელის ამპუტაცია" - როგორ მივიდა ტაიკვანდოზე ანა ჯაფარიძე?

პარიზის პარაოლიმპიადაზე პირველ დღეს პირველი მედალი პარატაეკვონდოისტმა, 19 წლის ანა ჯაფარიძემ მოუტანა საქართველოს. 52 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ანა პარალიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა, ევროპის საკონტინენტო ტურნირის გამარჯვებული.

როგორც ანამ წასვლამდე რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, ორი წელია პარატაეკვანდოთია დაკავებული და ამ სპორტში იპოვა საკუთარი თავი. ამ სპორტმა შეახედა ასევე უფრო დადებითი კუთხით იმ მოვლენისადმი, რაც მის ცხოვრებაში მოხდა 2021 წელს, რომლის შემდეგაც ის შშმ პირი გახდა. როგორც ანა ინტერვიუში ყვება, ხელის ამპუტაციიდან ორ თვეში გაიგო პარატაეკვანდოს ჯგუფის შესახებ და მალევე დაიწყო ვარჯიში.

"პირველად ამ სპორტის შესახებ გავიგე ჩემს გუნდელთან ლაპარაკის შემდეგ, ვიყავი 16 წლის, ეს მოხდა დაახლოებით ორი თვის შედეგ, რაც გავიკეთე ხელის ამპუტაცია და ეს ის პერიოდი იყო, რომ რაღაც ახალს ვეძებდი და ეს რაღაც ახალი ჩემთვის აღმოჩნდა ტაიკვანდო"- აღნიშნა სპორტმენმა "იმედის დილის ეთერში" ოლიმპიადაზე წასვლამდე. იხილეთ სრულად