ვინ არის ბიჭი, რომელიც თერჯოლაში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს?
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში, 23 წლის ახალგაზრდის, თემო ხადურის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, ის წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გარდაცვლილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის, "ლიბერტას" წევრი იყო. გააგრძელეთ კითხვა