"გა­მიკ­ვირ­და ამ­ხე­ლა ნე­გა­ტი­ვი ჩემ მი­მართ. ჩემი ვი­დე­ოს პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა ძა­ლი­ან და­მაბ­ნე­ვე­ლი იყო ჩემ­თვის" - ვინ არის ულამაზესი ქართველი ქალი მონაკოდან, რომლის ვიდეოსაც ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა - კვირის პალიტრა

"გა­მიკ­ვირ­და ამ­ხე­ლა ნე­გა­ტი­ვი ჩემ მი­მართ. ჩემი ვი­დე­ოს პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა ძა­ლი­ან და­მაბ­ნე­ვე­ლი იყო ჩემ­თვის" - ვინ არის ულამაზესი ქართველი ქალი მონაკოდან, რომლის ვიდეოსაც ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მე­ლიც თა­ვის გვერ­დზე ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა რუს­მა ბლო­გერ­მა ქალ­მა ატ­ვირ­თა. ვი­დე­ო­ში ვხე­დავთ, რო­გორ აჩე­რებს ბლო­გე­რი ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალ სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჩაც­მულ ქალს და კი­თხვებს უს­ვამს, თუ რო­მე­ლი ბრენ­დის სა­მო­სი აც­ვია, რა ღირს სამ­კა­უ­ლი, რო­მელ­საც ატა­რებს.

რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ დიპ­ლო­მა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბით შე­მო­სი­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლის ვი­დე­ოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. ქალი კი, რო­მე­ლიც მო­ნა­კოს ქუ­ჩა­ში გა­ა­ჩე­რეს, სო­ფია კოზ­მა­ნაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს არ სა­უბ­რობს, ასე­ვე არ სურს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა იმ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ზე, რაც მის ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოჰ­ყვა, ambebi.ge-სთან გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

- სო­ფია, თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...

- მე ვარ სოფო კოზ­მა­ნაშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი (დიპ­ლო­მა­ტი), და­ვამ­თავ­რე ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. ცოტა ხანს ვმუ­შა­ობ­დი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბით. მოგ­ზა­უ­რო­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩემი ჰობი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნი­მე წელი ტუ­რიზ­მის სფე­რო­შიც ვმოღ­ვა­წე­ობ­დი, მქონ­და ჩემი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო.

- რა რე­აქ­ცია გქონ­დათ, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, თა­ვი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვერც მიხ­ვდა, რომ ქარ­თვე­ლი იყა­ვით.

- ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის, რომ ჩემ­მა ვი­დე­ომ ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის და გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. ამ ზა­ფხულს ვის­ვე­ნებ­დი მო­ნა­კო­ში, სა­დაც ერთ-ერ­თმა ბლო­გერ­მა ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად მთხო­ვა პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზე. მე ამ ბლო­გე­რის მიმ­დე­ვა­რი არ ვარ, თუმ­ცა იმ­დე­ნად სა­ხა­ლი­სო კი­თხვე­ბი იყო, რომ მეც ასე­ვე იუ­მო­რით მი­ვუ­დე­ქი მის თხოვ­ნას და ვუ­პა­სუ­ხე მის კი­თხვებს. ასე­ვე, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი ჩემი ოჯა­ხის მიერ არის შე­ძე­ნი­ლი. მე მყავ­და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მამა. იგი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ასე­ვე ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

- იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა, თუმ­ცა იყო უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბიც

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე არა­სო­დეს ვა­ფა­სებ ნე­გა­ტი­უ­რად იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც არ ვიც­ნობ, მი­თუ­მე­ტეს სა­ჯა­როდ. ამი­ტომ, ცოტა გა­მიკ­ვირ­და ამ­ხე­ლა ნე­გა­ტი­ვი ჩემს მი­მართ.

- რო­დე­საც თქვენს სო­ცი­ა­ლურ ქსელს გა­დავ­ხე­დე, ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად იც­ვამთ, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, რო­გორც ჩანს, გე­ნე­ტი­კაც ხელს გი­წყობთ.

- ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვცხოვ­რობ, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვვარ­ჯი­შობ, ვცუ­რავ, არ ვე­წე­ვი, არ ვსვამ, ალ­ბათ ეს არის რე­ცეპ­ტი იმის, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები