"ნუ მმარხავთ ცოცხლად! ნუთუ ამის ახსნა საჭიროა?! თუ ეს დაგამშვიდებთ, დიახ, ყველა დღე და წამი ჯოჯოხეთია" - მაია ასათიანი კრიტიკოსებს პასუხობს
ტელეწამყვანი მაია ასათიანი "ინსტაგრამზე" კრიტიკოსებს პასუხობს:
"თუ ეს დაგამშვიდებთ, დიახ, ყველა დღე და წამი ჯოჯოხეთია, როცა ერთადერთი შვილი ხელში გაკვდება! მე უბრალოდ ბრძოლის გზა ავირჩიე იმისთვის, რომ გადავრჩე! და არასოდეს დაგანახებთ, სინამდვილეში რას ვგრძნობ! ნუთუ ამის ახსნა საჭიროა?! მერვე წელია უკვე! მაცადეთ ხანდახან სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება ნუ მმარხავთ ცოცხლად!" - წერს მაია ასათიანი