"გვანცა ულამაზესია...ბუბას წარმატებული კარიერა აქვს..." - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანის შვილებზე?
"ტარიელ ონიანი, რომელიც "შავ სამყაროში" "ტაროს" სახელით არის ცნობილი, 1958 წელს ქალაქ ტყიბულში დაიბადა. მამამისი მაღაროში მუშაობდა, მაგრამ ნგრევის დროს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ოჯახი ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად. "ტარომ" პირველი დანაშაული 17 წლის ასაკში ჩაიდინა. მას შემდეგ, რვაჯერ მოხვდა კოლონიაში", - წერს რუსული მედია ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდზე.
სტატიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ონიანი 1970-იანი წლების ბოლოს "აკურთხეს კანონიერ ქურდად", 1980-იან წლებში კი ის მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან "კრიმინალურ ავტორიტეტად" ითვლებოდა.
2009 წლიდან 2019 წლამდე ტარიელ ონიანი რუსეთში ორენბურგის რეგიონში "შავი დელფინის“ სახელობის მკაცრ კოლონიაში იმყოფებოდა. ის 2019 წელს ესპანეთს გადასცეს, სადაც ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 36 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. 2021 წელს, უცნობია როგორ, მაგრამ საპატიმრო დატოვა. მას შემდეგ ონიანის მუდმივი ადგილსამყოფელი უცნობია. 2023 წელს სხვა ქართველ "კანონიერ ქურდებთან" ერთად, პოლონეთში, ერთ-ერთ შეკრებაზე იმყოფებოდა.
ტარიელ ონიანს ზრდასრული ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს 28 წლის ბუბა და 29 წლის გვანცა-მარია, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ.
"გვანცა ონიანი ნამდვილი ლამაზმანია, მისი გარეგნობა კოზა-ნოსტრაზე გადაღებული ფილმების გმირებს მოგაგონებთ", - წერს რუსული მედია.
გვანცა ონიანი ყოველთვის სასურველი სტუმარია მდიდრულ წვეულებებზე. გოგონას ასევე უყვარს მოგზაურობა და არ ერიდება თავისი მდიდრული ცხოვრების საჯაროდ ჩვენებას. რუსული მედია წერს, რომ გოგონა მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ ძალიან უყვარს მამის სამშობლოს მონახულება. ასევე ხშირად სტუმრობს მონაკოს პრესტიჟულ კურორტებსა და საბერძნეთის კუნძულებს. იხილეთ სრულად