ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები? - კვირის პალიტრა

ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?

პოლიტიკოსისთვის პოლიტიკური იმიჯის შემადგენელი ნაწილია ოჯახი და არჩევნების წინ თუ ზოგადად პოლიტიკური აქტივობის დროს, ისინი ხშირად ჩნდებიან მეუღლეებთან და შვილებთან ერთად, თუმცა ზოგიერთს ურჩევნია პირადი ცხოვრება საზოგადოების წინაშე ნაკლებად წარმოაჩნოს.

მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მაინც აინტერესებს ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი პოლიტიკოსების ცოლები, გთავაზობთ რამდენიმე მათგანზე ინფორმაციას:

ირინე კილოსანიძე - პოლიტიკოს ალექსანდრე ელისაშვილის მეუღლე

ალე­კო ელი­საშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე ირი­ნა კი­ლო­სა­ნი­ძე და ორი ვაჟი, ერეკ­ლე და ალექ­სან­დრე.

elisashvilisojaxi-1725035774.jpg

პო­ლი­ტი­კო­სი მე­უღ­ლეს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ "მე­ცხრე არხზე“ გა­იც­ნო. ალე­კო ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, ირი­ნე - პრო­დი­უ­სე­რი. ამ­ბობს, რომ მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ თვა­ლე­ბით მო­ხიბ­ლა. მას შემ­დეგ კი, რაც ტე­ლე­ვი­ზია და­ი­ხუ­რა, ორ თვე­ში ჯვა­რი და­ი­წე­რეს.

"ირი­ნე რომ არ იყოს ჩემ­თან ერ­თად, ბევრ რა­მეს ვე­რაფ­რით გა­ვუძ­ლებ­დი. ვი­ღა­ცე­ებს უთ­ქვამთ, ელი­საშ­ვილს ამის ზურ­გი აქვს, იმის ზურ­გი აქ­ვსო - ადრე, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნდს ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი, უთ­ქვამთ, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ზურ­გი აქ­ვსო, ახლა თქვეს, ბი­ძი­ნას ზურ­გი აქ­ვსო, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ირი­ნეა ჩემი ზურ­გი და სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღიც. სახ­ლში მაქვს სრუ­ლი სა­მო­თხე...“ - აღნიშნავდა ერთ-ერთ ინტერვიუში ალეკო ელისაშვილი.

პოლიტიკოსის მიერ 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხლობთ, რომ ირინე კილოსანიძე ერთ-ერთი სადიბუსტრიციო კომპანიის დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიელია.

მარიკა ფანცულაია - ექსპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეუღლე

გიორგი გახარიას მეუღლე 1983 წლის 10 აპრილს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა, რომელიც პროფესიით ექიმ-ბაქტეროლოგია. მიუხედავად მისი მეუღლის პოპულარობისა, ის პრაქტიკულად, კამერების წინ გამოჩენას და საჯაროდ საუბარს ერიდება.

giorgigaxariacoltanertad-1725029190.jpg

როგორც ჩანს, ექსპრემიერის მეუღლის ინტერესში თვითპიარი და საზოგადოებისთვის საკუთარი თავის წარმოჩენა არ შედის. გიორგი გახარიასა და მარიკა ფანცულაიას ერთი ქალიშვილი, ანა ჰყავთ.

gaxariashviltanertad-1725030056.jpg

ირინა ხიდაშელი - მამუკა ხაზარაძის მეუღლე

xazaradzisojaxi-1725029643.jpg

საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც წარმატებული ბიზნესაქმიანობიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა, 5 შვილი - ანა, ელენე, სოფო, ნიკა და იოანე ჰყავს. მისი მეუღლე, 1967 წლის 5 აგვისტოს დაბადებული, თანაკლასელი ირინა ხიდაშელია.

"ბავშვობაში სასიყვარულო წერილი არასდროს მიმიწერია" - როგორ იხსენებს მამუკა ხაზარაძე გოგონასთან კლასში პირველ შეხვედრას, რომელიც შემდეგ ცოლად შეირთო?

ქეთევან სიჭინავა - "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მეუღლე

vashadzemeuglestanertad-1725030943.png

როგორც გიორგი ვაშაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, მათ ერთმანეთი უცხოეთში გაიცნეს: "მივლინებაში ვიყავი, ქეთევანი კი იქ სწავლობდა". სოციალურ ქსელში ყველას შეუძლია წაიკითხოს ის თბილი სიტყვები, თუ როგორ მიმართავს გიორგი მეუღლეს. წყვილს სამი შვილი: მიხეილი, დავითი და ანასტასია ჰყავთ.

vashadziis-coliii-1725031116.jpg

"ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, ადამიანი რომელიც მუდამ გვერდში მიდგას, რომელიც შეუძლებელს აკეთებს ჩემთვის და სანაცვლოდ არასოდეს არაფერს ითხოვს.

ძალიან ძალიან ძაააალიააააან მიყვარხაააარ"! - დაწერა "ფეისბუკის" გვერდზე პარლამენტარმა.

წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ნატა ქორიძე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლე

"ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ნატა ქო­რი­ძე 1999 წელს გა­ვი­ცა­ნი. ისე მოხ­და, რომ ჩვენ ორი წელი ვი­ყა­ვით ერ­თად, მერე გა­ვი­ყა­რეთ და ჩვენ-ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გვქონ­და. 2012 წელს ისევ გა­და­ვიკ­ვე­თეთ ერ­თმა­ნეთ­თან, დავ­ქორ­წინ­დით და სამი შვი­ლიც გვე­ყო­ლა, რომ­ლე­ბიც დღეს 17, 7 და 3 წლი­სა­ნი არი­ან. შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქვას, რომ გან­შო­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ დაგ­ვეხ­მა­რა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის მო­ვე­დით. გან­შო­რე­ბა და შორ მან­ძილ­ზე ყოფ­ნა სპე­ცი­ფი­კუ­რად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის გრძნო­ბებ­ზე. ნატა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მა­გის­ტრია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი" " - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსი.

jafaridziscoli-1725032503.jpg

2022 წელს ნატა ქორიძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს.

პარლამენტარ ვახტანგ მეგრელიშვილის იურისტი მეუღლე, მაია ჩარჩხალიაა

vaxo-megrelishvili-1725037058.jpg

"ჩემი მე­უღ­ლე მაია ჩარჩხა­ლია იუ­რის­ტია, ჩემი კო­ლე­გა იყო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, იქ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი 2000 წელს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­მე­გობ­რდით და ოჯა­ხიც შევ­ქმე­ნით. არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი გვაქვს" - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში მეგრელიშვილი