"მას ერთადერთი რამ არ ჰქონდა საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ" - რას ამბობს იაშვილი ფეხბურთელზე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაში შესთავაზეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ანტალ იაკობიშვილის საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრა. ანტალ იაკობაშვილი უნგრეთში დაბადებული და გაზრდილი მოთამაშე, უნგრეთის მოქალაქეა. ის ამჟამად ესპანურ ჟირონაში თამაშობს. როგორც ცნობილია, იაკობაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა.
არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელი უნგრეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იქნება. ცნობისთვის ის პოზიციით მცველია.
აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთამ ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა:"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პასუხისმგებლობა გაზრდილია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევაა. ამ ეტაპზე, ჩეხეთთან პირველი მატჩია უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში წარმატებული თამაშია. იხილეთ სრულად