"დაბადებიდან ემიგრანტია, არ უსწავლია ქართულ სკოლაში და არასოდეს უვლია ქართულ წრეებზე" - რას წერს ემიგრანტი დედა შვილის ქართულად ნამღერზე, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა?
ემიგრანტი მარია გეორგიადაუ სოციალურ ქსელში ავრცელებს შვილის ვიდეოს და წერს:
"ეს ჩემი შვილია ,რომელიც დაბადებიდან ემიგრანტია, არ უსწავლია ქართულ სკოლაში და არასოდეს უვლია ქართულ წრეებზე. მიუხედავად ამისა, ღრმად ქართველია, სიმღერას გულით გრძნობს, წერს და კითხულობს ქართულად. ქართველი- საქართველოს გარეშე" - წერს ალექსანდრე თავაძის დედა.