რა მიმართვას ავრცელებს მოძრაობა "სირცხვილია", რომელიც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და­რე­გის­ტრირ­და - კვირის პალიტრა

რა მიმართვას ავრცელებს მოძრაობა "სირცხვილია", რომელიც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და­რე­გის­ტრირ­და

მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლია“ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და­რე­გის­ტრირ­და.

მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც გან­მარ­ტა­ვენ, თუ რა­ტომ მი­ი­ღეს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

რო­გორც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, და­რე­გის­ტრი­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს იმი­ტომ, რომ არ გა­უქ­მდეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ, არ და­კარ­გონ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი, არ და­ე­კის­როთ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც, მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კო­ლო­სა­ლუ­რი ოდე­ნო­ბი­საა და ამის გამო მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლია“ არ მი­ვი­დეს გა­კოტ­რე­ბამ­დე.

"რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ძა­ხი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ ჩვენ თით­ქოს ვართ "და­სავ­ლე­თის აგენ­ტე­ბი“ ამ ქვე­ყა­ნა­ში, ნაკ­ლე­ბად სენ­სი­ტი­უ­რი ვართ ამ სა­კი­თხის მი­მართ იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი ფრა­ზე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და "სირ­ცხვი­ლი­ას“ წი­ნა­აღ­მდეგ და არა მარ­ტო... ყვე­ლა, ვინც მათ წი­ნა­აღ­მდეგ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და. არა ერთხელ და­უ­ძა­ხი­ათ ჩვენ­თვის აგენ­ტი, ანტი-ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფოს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი. ახლა ამას ფორ­მა­ლუ­რად აფორ­მე­ბენ. თუ კი რა­ი­მე ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბო­და მო­ე­ტა­ნა ამ იარ­ლი­ყე­ბის აწე­ბე­ბას, ეს ზი­ა­ნი უკვე მო­ი­ტა­ნა თუ ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ რო­მე­ლი­მე სხვა სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებს ვა­ტა­რებთ აქ და არა სა­ქარ­თვე­ლო­სას, ისი­ნი ამას უკვე და­ი­ჯე­რებ­დნენ იმი­ტომ, რომ ხუთი წე­ლია, ეს პრო­პა­გან­და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რე­გის­ტრა­ცია ან არ­და­რე­გის­ტრი­რე­ბა მა­ინც და მა­ინც იმას არ გა­ნა­პი­რო­ბებს, აგენ­ტის სტა­ტუსს მი­ი­ღებს თუ არა ორ­გა­ნი­ზა­ცია. ეს ისევ და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­პა­გან­და­ზე, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა ისე­დაც აგენ­ტი იყო“, - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მარ­თვა­ში.