"ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა" - კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა - კვირის პალიტრა

"ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა" - კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა

კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენი Mi-8T დღეს დილით, ვულკანის ვაჩკაჟეცის მახლობლად მდებარე ბაზიდან აფრინდა და რადარებიდან მაშინვე გაქრა.

ვერტმფრენის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 19 მგზავრი.