"საქართველოში ყველა უსუსურები ხართ? მერაბს ნოკაუტით მოვუგებ" - დვალიშვილსა და შონ ო'მალს შორის დაძაბულობა იზრდება - კვირის პალიტრა

"საქართველოში ყველა უსუსურები ხართ? მერაბს ნოკაუტით მოვუგებ" - დვალიშვილსა და შონ ო'მალს შორის დაძაბულობა იზრდება

15 სექ­ტემ­ბერს UFC-ის სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი, შონ ო'მალი ტი­ტუ­ლის დაც­ვას მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან შეეც­დე­ბა. ბრძო­ლის მო­ახ­ლო­ვე­ბას­თან ერ­თად და­ძა­ბუ­ლო­ბა სპორ­ტსმე­ნებს შო­რის მა­ტუ­ლობს და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ "მწა­რე სი­ტყვებს" არ იშუ­რე­ბენ.

ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით შონ ო'მალი გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მე­რა­ბის გამო თავს ცუ­დად გრძნობს, რად­გან იცის, რომ ქარ­თვე­ლი მას­თან და­მარ­ცხდე­ბა, თა­ნაც ნო­კა­უ­ტით.

"ის ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ მო­რი­გი ოპო­ნენ­ტია. ამ ბრძო­ლას ნო­კა­უ­ტით და­ვას­რუ­ლებ და "შუგა შო­უს­თვის" ეს კი­დევ ერთი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა. მე­რა­ბის გამო თავს ცუ­დად ვგრძნობ, რად­გან ასე ახ­ლოს ქა­მარ­თან არას­დროს ყო­ფი­ლა და ახლა ჩემს გამო ვერ აი­ღებს. ოქ­ტა­გონ­ზე მე­რაბს სუ­ლე­ლად წარ­მო­ვა­ჩენ. ისე ვცემ, რომ ყვე­ლას დამ­წყე­ბი ეგო­ნოს. ამის შემ­დეგ არც კი ვიცი UFC-ში რამ­დე­ნი ხანი იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს შონ ო'მალი. გააგრძელეთ კითხვა