ვიდეოკადრები ირინკა კავსაძის საქორწილო წვეულებიდან
ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის შვილიშვილი, მსახიობი ირინკა კავსაძე და ასევე მსახიობი გიორგი ტაბიძე დაქორწინდნენ.
ირინკას ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს სხვადასხვა სატელევიზიო პროექტიდან. განსაკუთრებით პოპულარული კი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შემდეგ გახდა.გიორგი კი საზოგადოების დიდმა ნაწილმა პოპულარული სერიალიდან, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც ჩიკას შვილის, სანის როლს თამაშობდა.
ქორწილის ამსახველი ფოტოები და ვიდეო ირინკა კავსაძემ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.