მძიმე შემთხვევებში შეიძლება სისხლიანი დიარეა, ორგანიზმის გაუწყლოება და სხვა მძიმე გართულებებიც განვითარდეს - რა არ უნდა გავაკეთოთ კვებითი მოწამვლის დროს - კვირის პალიტრა

მძიმე შემთხვევებში შეიძლება სისხლიანი დიარეა, ორგანიზმის გაუწყლოება და სხვა მძიმე გართულებებიც განვითარდეს - რა არ უნდა გავაკეთოთ კვებითი მოწამვლის დროს

ზაფხულში კვებითი ინტოქსიკაციები ფართოდაა გავრცელებული. გასაკვირი არც არის - ბუნებაში პიკნიკების, განტვირთვის, ქურასთან გატარებული შემცირებული დროის პირობებში საკვების დამუშავებაზე ნაკლებს ვფიქრობთ. ყურადღების მოდუნებით კი ბაქტერიები და პარაზიტები სარგებლობენ. მათ გამრავლებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა უწყობს ხელს.

საკვებით მოწამვლის ნიშებია:

ღებინება; გულძმარვა; დიარეა; მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი; ტემპერატურის მატება. მძიმე შემთხვევებში კი შეიძლება სისხლიანი დიარეა, ორგანიზმის გაუწყლოება და სხვა მძიმე გართულებებიც განვითარდეს.

საკვებით მოწამვლას ხშირად უწოდებენ მწვავე დაავადებას, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა. ამ მდგომარეობის დროს ყველაზე გავრცელებული შეცდომა ანტიბიოტიკების მიღების გადაწყვეტილებაა იმის გაგების გარეშე, თუ რამ გამოიწვია მოწამვლა: ტოქსინებმა, ვირუსებმა თუ ბაქტერიებმა.

თუ გაგვიმართლა და ანთება მართლაც ბაქტერიამ გამოიწვია, სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს. ხოლო თუ მოწამვლა გამოწვეული იყო ვირუსებით ან ტოქსინებით, მაშინ ჩვენ მხოლოდ გავაუარესებთ სიტუაციას, რადგან კიდევ უფრო დავასუსტებთ ისედაც სუსტ ნაწლავურ მიკროფლორას. მოწამვლის შემთხვევაში არ შეიძლება დიარეის შეჩერება, ვინაიდან ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის დროს პათოგენური ორგანიზმები გროვდება ნაწლავებში და ანადგურებს მის მიკროფლორას.

მოწამვლისას რეკომენდებულია წყლის დანაკარგის აღდგენა ელექტროლიტების ხსნარებით, გაზგასული მინერალური წყლით, ან ჩვეულებრივი წყლით. გარდა ამისა, მოწამვლის შემთხვევაში 1-3 დღის განმავლობაში დაიცავით დიეტა და მიიღეთ ადვილად მოსანელებელი საკვები.

ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს

ექიმი თამარ მამაცაშვილი