160 უკრაინული დრონი რუსეთის 16 რეგიონს დაესხა თავს - ეს უკვე უკრაინელების რეკორდული შეტევაა რუსეთზე... - კვირის პალიტრა

160 უკრაინული დრონი რუსეთის 16 რეგიონს დაესხა თავს - ეს უკვე უკრაინელების რეკორდული შეტევაა რუსეთზე...

26 აგვისტოს,როდესაც რუსეთმა 236 რაკეტითა და დრონით მიიტანა ერთდროული იერიში მთელს უკრაინაზე, ეს ამ ომის ყველაზე მასშტაბურ რუსულ საჰაერო თავდასხმად შეფასდა, თუმცა 1 სექტემბრის გამთენიისას უკრაინამ საკუთარი რეკორდი დაამყარა და რუსეთის 16 რეგიონზე 160 კამიკაძე-დრონის დარტყმით უპასუხა...

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამდენი უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ საზეიმოდ აცხადებენ რუსეთის გენერალიტეტში, თუმცა სოციალურ ქსელებით ინერნეტში ვრცელდება მოსკოვისა და ტვერის ოლქებში ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინული კამიკაძე-დრონების წარმატებული საჰაერო დარტყმების ვიდეოკადრები,რასაც არანაკლებ სამ რუსულ მსხვილ ენერგეტიკულ ობიექტზე ძლიერი ხანძრის გაჩენა მოჰყვა...

მათ შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსკოვის კაპოტნის რაიონში განთავსებული „მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ ნაწილის აგიზგიზება, რადგან ის წელიწადში 11 მლნ ტონა ნავთობპროდუქტს გადაამუშავებს და რუსეთის არმიის ტანკებს დიზელის საწვავით, ხოლო საბრძოლო თვითმფრინავებს კი საავიაციო ნავთით ამარაგებს.

თუმცა, გარდა ამისა,რუსეთის სამხედრო ლიჯისტიკისთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი ქარხანა,რომელსაც უკრაინული კამიკაძე-დრონი მისწვდა დღეს დილით, სულ რაღაც 16 კმ-ში მდებარეობს...კრემლში პუტინის კაბინეტიდან...

ამის თავიდან ასაცილებლად, სტალინის ბრძანებით,ქარხნიდან სამ კმ-ში აღმოსავლეთით, 2 ათას მუშას ფანერებისგან სასწრაფოდ ააგებინეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სრული ასლი,გერმანული ბომბდამშენების ეკიპაჟების შეცდომაში შესაყვანად-დაბომბვის შემდეგ მუშები მაზუთით სავსე კასრებს ცეცხლს უკიდებდნენ, რათა გერმანული საჰაერო დაზვერვა დაერწმუნებინათ,რომ დაბომბვა წარმატებული გამოდგა და „ფანერის ქარხანას“ მართლაც გაუჩნდა ცეცხლი...

ამჯერად „მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“ წერტილოვნად დაარტყა და რეალურად გაუჩინა ცეცხლი უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა, რომლის ჩაქრობასაც ნახევარი დღე მაინც დასჭირდა...

უკრაინული კამიკაძე-დრონების მიერ დაზიანებული მეორე სამიზნე-კაშირსკის თბოელექტროსადგური, მართალია 108 კმ-ითაა დაშორებული წითელი მოედნიდან,მაგრამ მაინც აქვს კავშირი კრემლთან, რადგან მისი აშენება 1920-იანი წლების დასაწყისში თავად...ლენინის პირადი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა და იმ დროისთვის, 12 მეგავატი სიმძლავრით ევროპაში მეორე გახლდათ.

მესამე დაზიანებულ რუსულ ენერგოობიექტს, ტვერის ოლქის კონაკოვოს თბოელექტროსადგური წარმოადგენს.ის მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და 524 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან.

2mos-1725189771.png
ტვერის ოლქის კონაკოვის თბოელეტროსადგურიც გახდა უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევის სამიზნე...

მიუხედავად იმის მტკიცებისა, რომ სამივე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, თვითმხილველების გადაღებულ ვიდეოკადრებში ფიქსირდება ერთმანეთისან მცირე მანძილით დაშორებული ორი ხანძრის კერა-ერთი უშუალოდ კონაკოვოს თბოელექტროსადგურის, ხოლო მეორე კი გაზგამანწილებელი სადგურის ტერიტორიაზე.

3mos-1725189906.jpg

უკრაინული კამიკაძე-დრონი Lyutyy(ქართულად თებერვალს აღნიშნავს),რომლის „ძმებიც“ დღეს დილით რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებს „ესტუმრნენ“...

1 სეტემბრის გამთენიის საჰაერო დარტყმით, უკრაინამ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, არ იყოს დამოკიდებული ამერიკელებისა და ევროპელების ნება-სურვილზე და თავისი ძალებით, უკრაინული წარმოების კამიკაძე-დრონებით მასიური საჰაერო იერიშები მიიტანოს აგრესორი რუსეთის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის თვით მოსკოვში, კრემლიდან სულ რაღაც 16 კმ-შიც კი...

არადა მოსკოვის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის ზღუდები აქამდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად და გადაულახავად ითვლებოდა...