"ვულოცავ გიგა ოჩხიკიძეს და საქართველოს!.. ცდილობდნენ გასაჩივრებით გაეუქმებინათ რეკორდიც და პირველი ადგილიც, თუმცა ჩვენების ბრძოლა წარმატებით დასრულდა..." - რას წერს მამუკა მდინარაძე?
გიგა ოჩხიკიძემ ოქრო და რეკორდი შეინარჩუნა:
"ბოლო რამდენიმე საათი უმძიმესი იყო, ცდილობდნენ გასაჩივრებით გაეუქმებინათ რეკორდიც და პირველი ადგილიც, თუმცა ჩვენების ბრძოლა (აქაც) წარმატებით დასრულდა, სამართალმა იზეიმა და პარალიმპიური ოქრო ჩვენია! ვულოცავ გიგა ოჩხიკიძეს და საქართველოს!"- წერს მამუკა მდინარაძე.
ინფორმაციისთვის, პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის სროლაში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოართვეს.
როგორც მოგახსენეთ, გიგამ დღეს კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
მან ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა, თუმცა მას შემდეგ, რაც მსაჯებმა ვიდეოგამეორებას გადახედეს, ჩათვალეს, რომ ოჩხიკიძემ სროლის წესები დაარღვია.
გიგას ნაცვლად, ოქროს მედალი მაროკოელ აბდელილაჰ განის გადაეცა.