"ცოტა გვაწვალეს, მაგრამ მოგვაქვს ოქრო, მოგვაქვს" - როგორ მიულოცა პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიური ოქრო ირაკლი კობახიძემ - კვირის პალიტრა

"ცოტა გვაწვალეს, მაგრამ მოგვაქვს ოქრო, მოგვაქვს" - როგორ მიულოცა პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიური ოქრო ირაკლი კობახიძემ

პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიური ოქრო ირაკლი კობახიძემ მიულოცა.

როგორც ცნობილია, გიგამ დღეს კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

მან ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა, თუმცა მას შემდეგ, რაც მსაჯებმა ვიდეოგამეორებას გადახედეს, ჩათვალეს, რომ ოჩხიკიძემ სროლის წესები დაარღვია.

გიგას ნაცვლად, ოქროს მედალი მაროკოელ აბდელილაჰ განის გადაეცა.

წყარო: "რუსთავი 2"