"თავისი ჯადოქრობები მოიმარჯვა და მითხრა, ეს არის შენი მშობელი და ბოლომდე მიაწექიო. ქალი ასტროლოგი მეგონა და მედიუმი აღმოჩნდა" - კვირის პალიტრა

"თავისი ჯადოქრობები მოიმარჯვა და მითხრა, ეს არის შენი მშობელი და ბოლომდე მიაწექიო. ქალი ასტროლოგი მეგონა და მედიუმი აღმოჩნდა"

ჟურნალისტი, ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი - თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ეს ისტორია ცალკე პოსტად უნდა დამედო. თავიდან, როდესაც ინფორმაცია მომაწოდეს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე, იყო Brigitte. ყველა საქმე გვერდზე გადადო, თავისი ჯადოქრობები მოიმარჯვა და მითხრა, ეს არის შენი მშობელი და ბოლომდე მიაწექიო. ქალი ასტროლოგი მეგონა და მედიუმი აღმოჩნდა. ბრიჯიტ, დაო, შენ ყოფილხარ ასტროლოგიის დედა-დედოფალი".

თამუნა მუსერიძემ 8-წლიანი ძიების შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა. ის დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მეგრელია. სოციალურ ქსელში კომენტარებში ასევე წერს, რომ მისი ბიოლოგიური დედა ცოცხალია და დედის მხრიდან არ ჰყავს დედმამისშვილი.

"მეგობრებო, მაპატიეთ. ვერ გპასუხობთ. ისიც მაპატიეთ, ვიდეოში თქვენთვის სასურველი ემოცია რომ ვერ გამოვხატე. სტრესულ ვიდეოს ცოტა მოგვიანებით დავდებ. გპირდებით, არც ტირილს და არც მეგრულ თავის წაქცევას არ მოგაკლებთ. ცოტა მაცადეთ" - წერს მუსერიძე.