"აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრებაა" - რას აცხადებს სერგეი შამბა? - კვირის პალიტრა

"აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრებაა" - რას აცხადებს სერგეი შამბა?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი შამ­ბა რუ­სულ გა­მო­ცე­მა "იზ­ვეს­ტი­ა­სა­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცახ­და, რომ გა­ე­რო­ში გა­წევ­რე­ბა სურთ.

"უპი­რო­ბოდ, აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის­თვის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რე­ბაა. ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­თო სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თკავ­შირ­შია, ცხა­დია, ჩვენ მშვე­ნივ­რად გვეს­მის, რომ ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია, და ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ჩვენ ვა­წყდე­ბით, არა­ვის გა­უ­უქ­მე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და მან.

სერ­გეი შამ­ბას თქმით, "აფხა­ზებს უარ­ყო­ფი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს“, როცა აშშ და მისი პარტნი­ო­რე­ბი გა­ნაგ­რძობ­დნენ იმ ქვეყ­ნებ­ზე ზე­წო­ლას, რომ­ლებ­თა­ნაც "აფხა­ზეთს უკვე ჰქონ­და დამ­ყა­რე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“

"ამი­ტომ ჩვენ ვცდი­ლობთ მსოფ­ლი­ოს იმ რე­გი­ო­ნე­ბის ქვეყ­ნებ­თან და­ვამ­ყა­როთ კონ­ტაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­სავ­ლე­თის ქვე­ყე­ნებს არ აქვთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა და არ შე­უძ­ლი­ათ ზე­წო­ლა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და შამ­ბამ.