6 ყველაზე საინტერესო ფილმი, რომლებსაც მაყურებელი განსაკუთრებით ელოდება - კვირის პალიტრა

6 ყველაზე საინტერესო ფილმი, რომლებსაც მაყურებელი განსაკუთრებით ელოდება

2024 წლის სექტემბერში მაყურებელი რამდენიმე ფილმს განსაკუთრებით ელოდება. ეს ფილმები დიდ ეკრანებზე სწორედ მიმდინარე თვის განმავლობაში გამოვა:

"Beetlejuice Beetlejuice"

ტიმ ბარტონის საკულტო ფილმის გამოსვლიდან 30 წელზე მეტი გავიდა - და Beetlejuice დაბრუნდა! ფილმში შევხვდებით ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: მაიკლ კიტონი, ჯენა ორტეგა, ჯასტინ ტერუ, მონიკა ბელუჩი, კეტრინ ო'ჰარა, ვაინონა რაიდერი და სხვა. საშინელებათა ფილმი მაყურებელს არაერთ საინტერესო სიუჟეტს ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ ფილმის პირველი ნაწილი 1988 წელს გამოვიდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მეორე ნაწილს კი ერთგული გულშემატკივრები 5 სექტემბრიდან ნახავენ.

"გრაფი მონტე-კრისტო"

ალექსანდრ დიუმას ამავე სახელწოდების რომანის ახალი ადაპტაცია, სადაც ედმონ დანტესის როლს პოპულარული ფრანგი მსახიობი პიერ ნინე განასახიერებს. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, რომელიც შეთქმულების მსხვერპლი ხდება და ქორწილის დღეს დააპატიმრებენ იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ, მთავარი გმირი სულ სხვა მიზნებითა და გეგმებით ბრუნდება...

ფილმი ეკრანებზე 5 სექტემბრიდან გამოვა.

"მოწყალების სახეები"

იორგოს ლანთიმოსის ახალ ფილმს მაყურებელი განსაკუთრებით ელოდება. ფილმი რამდენიმე სხვადასხვა სიუჟეტისაგან შედგება. პირველი ისტორია მამაკაცზეა, რომელიც ცდილობს, საკუთარი ცხოვრება გააკონტროლოს. მეორე პოლიციელის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ცოლიც ზღვაში გაუჩინარებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება და სულ სხვა ადამიანად იქცევა. მესამე ისტორია კი ქალზეა, რომელიც ცდილობს, უნიკალური შესაძლებლობის მქონე ადამიანი იპოვოს. მთავარ როლებს ემა სტოუნი, უილემ დეფო და ჯესი პლემონსი ასრულებენ.

ფილმი დიდ ეკრანებზე 12 სექტემბრიდან გამოვა.

"დასასრული, საიდანაც ვიწყებთ" იხილეთ სრულად