„შავი ჩოხა“ - ბიოგრაფიული რომანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გმირობის შესახებ - კვირის პალიტრა

„შავი ჩოხა“ - ბიოგრაფიული რომანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გმირობის შესახებ

„ჯერაც ისე გუგუნებს 1925 წლის აგვისტოს აჯანყების ექო, თითქოს წლების წინათ არ ჩაევლოს, სულ მის წრეში არ ბრუნავდეს კიდევ ერთხელ დამხობილი საქართველოს მღელვარე ცხოვრება“, - წერს ნანა კუცია „შავი ჩოხის“ შესავალში, წიგნის, რომელიც როსტომ ჩხეიძემ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ დაწერა.

„შავი ჩოხა“ მოგვითხრობს საქართველოს ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მისი უკანასკნელი დღეების შესახებ. სათაური უბის წიგნაკში მიხეილ ჯავახიშვილის მიერ გაკეთებული ჩანაწერით არის შთაგონებული.

„ტემა და სათაური“ – „შავი ჩოხა“ - ჩაინიშნა მიხეილ ჯავახიშვილმა 1926 წელს. ნეტავ რის დაწერას აპირებდა დიდი ქართველი მწერალი? რომანის თუ მოთხრობის? ნეტავ როგორ აღწერდა ის ქაქუჩა ჩოლოყაშვილის პერსონაჟს, სხვის სახელს მიღმა გააცოცხლებდა მას თუ პირდაპირ ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებულ ნაამბობს შემოგვთავაზებდა? ვინ იცის... ბოლშევიკურ საქართველოში, სადაც ვინ გაბედავდა აჯანყების სულისჩამდგმელის შესახებ რაიმეს დაწერასა და გამოქვეყნებას?

„შავი ჩოხა“ ბიოგრაფიული რომანია, რომელიც ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ჰეროიკული ცხოვრების დეტალებს გვაწვდის, ავტორის მიერ გაანალიზებულსა და მხატვრულად აღწერილს.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

ქა­ქუ­ცა 1888 წლის 14 ივ­ლისს და­ი­ბა­და ჩო­ლო­ყაშ­ვილ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო სო­ფელ მა­ტან­ში იო­სებ ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი­სა და და­რია გოგ­ნი­აშ­ვი­ლის ოჯახ­ში. სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში. 21 წლი­სა ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, მსა­ხუ­რობ­და ტვე­რის დრა­გუნ­თა პოლკ­ში, საი­და­ნაც ოფიც­რის ჩი­ნით დაბ­რუნ­და. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და ქარ­თულ ჯარ­ში და მო­ნა­წი­ლე­ობ­და იმ პე­რი­ოდ­ში გა­დახ­დილ ყვე­ლა ბრძო­ლა­ში. მას­ზე წერ­დნენ თავიანთ მო­გო­ნე­ბებ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე­ე­ბი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე და გიორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი.

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოსვლის შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა იძულებულია, ემიგრაციაში გაიქცეს, თუმცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქვეყანაში რჩება და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

3-წლიანი დაუმორჩილებლობის შემდეგ, 1924 წელს დაინიშნა საყოველთაო აჯანყება, რომელიც ყველგან ერთდროულად, 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. სა­ბე­დის­წე­რო აღმოჩნდა ის ფაქ­ტი, რომ ჭი­ა­თუ­რა­ში აჯან­ყე­ბამ 24 სა­ა­თით ადრე, 28 აგ­ვის­ტოს იფეთ­ქა. ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა მა­ინც სცა­და აჯან­ყე­ბის ბე­დის შეტ­რი­ა­ლე­ბა. მან აიღო მან­გლი­სი, დუ­შე­თი, გაიმარ­ჯვა სვი­მო­ნი­ან­თხევ­სა და ხევგრძე­ლა­ზე გა­მარ­თულ სას­ტიკ ბრძო­ლებ­ში, თუმ­ცა შე­ი­ტყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის თანახ­მა­დაც აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა. ამას­თან, აჯან­ყე­ბუ­ლებს უკვე აღარ შე­ეძ­ლოთ თბი­ლი­სის აღე­ბა, რად­გან ბოლ­შე­ვი­კე­ბი კარ­გად იყ­ვნენ შე­ტე­ვის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ქაქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

1924 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ოს­მა­ლე­თის გავ­ლით საფრან­გეთ­ში ჩა­დის, თუმ­ცა იცის, რომ ჩე­კის­ტე­ბი მის ახ­ლობ­ლებს სას­ტი­კად სდევ­ნი­ან და ავიწრო­ე­ბენ, რაც მის ცხოვ­რე­ბას მძი­მე დაღს ას­ვამს. გა­ნუ­წყვე­ტე­ლი დარ­დი, ოჯა­ხის მო­ნატ­რე­ბა და ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მა­ლე­ვე აი­სა­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. 1930 წლის 27 ივ­ნისს სანატორიუმში ხდე­ბა ცუ­დად. სიკ­ვდი­ლის წინ კრე­მა­ცია ითხო­ვა, იქ­ნებ ასე მა­ინც მოვ­ხვდე საქართველოშიო, თუმ­ცა თხოვ­ნა ვერ შეუსრულეს. 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმირის ბოლო ნატვრა ას­რულ­და. მისი ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან გად­მო­ას­ვე­ნეს და მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში დაკრძალეს.

როსტომ ჩხეიძემ თავის ბიოგრაფიულ რომანში ცდა არ დააკლო, აღეწერა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაინდული ხასიათი და მისი ტრაგიკული ცხოვრების რომანტიკული მხარე, რომელიც ესოდენ საინტერესოა 1924 წლის აჯანყებიდან 100 წლის შემდეგაც.

წყაროები: ჟურნალი „ისტორიანი“ და როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“