ფეიქრების ქუჩასთან, სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა - დაღუპულია 2 ადამიანი
ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შესაბამის მოქმედებებს ახორციელებენ.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.