დიდი ტრაგედია უკრაინაში - რუსებმა პოლტავას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს: დაღუპულია 41 ადამიანი - კვირის პალიტრა

დიდი ტრაგედია უკრაინაში - რუსებმა პოლტავას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს: დაღუპულია 41 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი პოლტავა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს. რაკეტები სასწავლო დაწესებულებას და საავადმყოფოს მოხვდა. მოხვდა. დაღუპულია 41 და დაჭრილია 180-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი ბალისტიკური რაკეტა იყო. მოხვდა სასწავლო დაწესებულების და ტერიტორიას და მეზობლად მდებარე საავადმყოფოს. ნაწილობრივ დაიგნრა კავშირგაბმულობის ინსტიტუტის შენობა. ბევრის გადარჩენა მოხერდა. 180-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ამ მომენტისთვის 41 დაღუპულის შესახებ არის ცნობი", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ შესაბამის სამსახურებს მომხდარის ოპერატიულად გამოძიება დაავალა.