"ძალიან შეაზანზარა ჩვენი ვაგონი..." - 2 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო მატარებლის ვაგონთან შეჯახებისას - რას ჰყვებიან მგზავრები - კვირის პალიტრა

"ძალიან შეაზანზარა ჩვენი ვაგონი..." - 2 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო მატარებლის ვაგონთან შეჯახებისას - რას ჰყვებიან მგზავრები

ბათუმიდან თბილისისკენ მომავალი სამგზავრო მატარებლის პატარა ვაგონთან შეჯახების შედეგად საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომელი გარდაიცვალა - სარკინიგზო შემთხვევის დეტალები.

ვიდეო: "რუსთავი 2"

სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები სხვა მატარებელში გადაიყვანეს.

როგორც მგზავრები აღნიშნავენ, ისინი საგზაო შემთხვევის შემდეგ, მატარებელში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

დიდუბე-ავჭალის იმ მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო შემთხვევის დროს „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაიღუპა, კვლავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ.

მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისიც გაუქმდა.