“რა­საც ახლა ვწერ, ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე დიდ ოც­ნე­ბა­შიც რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბო­და" - რას წერს შოთი არველაძე? - კვირის პალიტრა

“რა­საც ახლა ვწერ, ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე დიდ ოც­ნე­ბა­შიც რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბო­და" - რას წერს შოთი არველაძე?

ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში, ერთ- ერთ კორ­პუს­ზე ფეხ­ბურ­თელ შოთა არ­ვე­ლა­ძის უზარ­მა­ზა­რი მუ­რა­ლი გა­მოჩ­ნდა.

ნა­მუ­შე­ვარ­მა მა­შინ­ვე მი­იქ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. თა­ვად შოთა არ­ვე­ლა­ძე ფაქტს ემო­ცი­უ­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

arveladzedaxatuli-1725379604.jpg

“რა­საც ახლა ვწერ, ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე დიდ ოც­ნე­ბა­შიც რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბო­და, რომ სახლზე, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც დღემ­დე ცხოვ­რობს ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, ცხოვ­რობ­და გოგი გე­გეჭ­კო­რი, ბა­ა­დურ წუ­ლა­ძე, ვახ­ტანგ ნი­ნუა, ზუ­რაბ (პიკო) ნი­ჟა­რა­ძე და არა­ერ­თი გე­ნი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, ჩემი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით უზარ­მა­ზარ მუ­რალს და­ხა­ტავ­დნენ.

arveladzeeeshoti-1725379635.jpg

როცა ვნა­ხე, თავი ცოტა უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი, პირ­ვე­ლი ემო­ცია ეს იყო. დაბ­ნე­უ­ლი და ამას­თან ერ­თად, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ეს ფოტო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, იმ სა­უ­კე­თე­სო წლებს ასა­ხავს, რო­მე­ლიც აიაქსში გა­ვა­ტა­რე და რო­მე­ლიც ჩემი ბავ­შვო­ბი­დან ისე­თი­ვე კო­მო­სად მოს­ჩან­და, რო­გორც დღეს მად­რი­დის რე­ა­ლი და ლი­ვერ­პუ­ლია.

აქ გა­ვი­ზარ­დე, აქ ვთა­მა­შობ­დით ფეხ­ბურთს მთე­ლი დღე, სხვა­თა­შო­რის ვინც აქ ცხოვ­რობ­და ყვე­ლას ვუყ­ვარ­დით, ყვე­ლა ცდი­ლობ­და, რომ ჩვენ­თვის ხი­ფა­თი აე­რი­დე­ბი­ნათ და მხო­ლოდ ფეხ­ბურთზე გვე­ფიქ­რა.

დიდი მად­ლო­ბა ასე­თი იდე­ის­თვის europebet-ს და შე­სა­ნიშ­ნა­ვი შეს­რუ­ლე­ბის­თვის, ქუ­ჩის ხე­ლოვ­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას "ნიკო", მხატ­ვრებს და­ვით მჭედ­ლიშ­ვილს (დან­ტე) და გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილს (პაბ­ლო). მად­ლო­ე­რე­ბას და უხერ­ხუ­ლო­ბას შო­რის ვარ, იმე­დია ამას ყვე­ლა სწო­რად გა­ი­გებს,“ - წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.