"ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს, გადმოცვივდნენ ბიჭები ორივე მანქანიდან" - რას წერს მოქალაქე ნანა აკობიძე აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე? - კვირის პალიტრა

"ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს, გადმოცვივდნენ ბიჭები ორივე მანქანიდან" - რას წერს მოქალაქე ნანა აკობიძე აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე?

მოქალაქე ნანა აკობიძე აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე წერს:

"ავარია მოხდა აბაშიძეზე. ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს. საბედნიეროდ, არ დაშავებულან, გადმოცვივდნენ ბიჭები ორივე მანქანიდან და დაიძრნენ ერთმანეთისკენ. - როგორც წესი, მანქანების თვალიერება და არცთუ იშვიათად „ჩემი დედა, შენი დედა“ იწყება ხოლმე ასეთ დროს. მაგრამ გვერდს უვლიან დამტვრეულ მანქანებს და ერთმანეთს ეხვევიან. ბიჭები - 20-22 წლისანი. ბეწვზე გადარჩენილები. თავიდან დაბადებულები. მერე მანქანებს ათვალიერებენ - თავიდან იაზრებენ, რას გადარჩნენ და ისევ ეხუტებიან, კოცნიან ერთმანეთს.ვუყურებთ აივნებიდან და ყველანი ვმონაწილეობთ ამ დღესასწაულში - მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, ერთმანეთის გადარჩენის დღესასწაულში და ზუსტად ვიცი, ყველა იმას ფიქრობს, რასაც მე;რა კარგია, რა მარტივია ადამიანად ყოფნა!" - ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში.