არსებობენ თუ არა ვამპირები?
ბოლო დროს უამრავი ფილმი და სერიალი გამოვიდა ვამპირებზე - "ვამპირის დღიურებიდან", "ნამდვილი სისხლი"... საზოგადოება დიდი ინტერესით უყურებს ამ ფილმებს. ზოგი მოუთმენლად ელოდება "ვან ჰელსინკის" შემდეგ სერიას. კოსტიუმირებულ მასკარადებზე კი ვამპირის ფორმა, რატომღაც, ყველაზე მიმზიდველად ითვლება. "ვამპირომანიით" დაავადებულებს, მათ შორის მეც, გვაწუხებს კითხვა: არსებობენ თუ არა ვამპირები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პატარა "ინტერნეტექსკურსი" ჩავატარე...
ამბობენ, ტრანსილვანიის ტყეებში, ბრანის სასახლეში დღესაც დაიარება აჩრდილი, რომლის ხმაც იქ გამვლელებს დღემდე ჩაესმით. მითი ვამპირებზე კი გრაფ დრაკულას უკავშირდება.
ვლად III ცეჰემ დრაკულა დაიბადა XV საუკუნეში, რუმინეთში, სიგიშაორაში. მამამისი იმავე სახლში ცხოვრობდა, ის იპყრობდა ურჯულოებს და ქრისტიანებად მოაქცევდა...
ამ სახლში 56 ოთახია, მათ შორის ის ოთახები, სადაც გრაფი, მამისგან განსხვავებით, გოგონებს იტყუებდა და სისხლს წოვდა... ლეგენდის თანახმად, თავიდან მისი სისასტიკე რასიზმით დაწყებულა - დევნიდა ბოშებს, აწამებდა და კლავდა მათ. წამების "ხელოვნებას" კი გრაფი თურქეთში დაუფლებია - თურქების ტყვეობაში მყოფი, თავადაც არაერთხელ გამხდარა სისასტიკის მსხვერპლი. ესწრებოდა სხვა პატიმრების წამებასაც და სადიზმით შეპყრობილს მათი წამების ყურება სიამოვნებას ანიჭებდა...
1452 წელს გრაფი დრაკულა ტახტზე ავიდა, ამის აღსანიშნავად მთელი რუმინეთის არისტოკრატია სასახლეში მიიწვია, შემდეგ კი 400-მდე სტუმარი სარზე წამოაგო. სწორედ ამის შემდეგ ეწოდა მას "ცეჰეში", რაც "მესარეს" ნიშნავს.
...ცეჰეში ბრძოლაში დაიღუპა. ფეოდალებმა ის აკუწეს და სხეულის ნაწილები გაფანტეს, თუმცა ბერებმა შეაგროვეს და ტაძარში დაკრძალეს.
XVII საუკუნეში, ბრიტანელმა მწერალმა, ბრენ სტოკერმა, გრაფის შესახებ წიგნი დაწერა, შექმნა სისხლისმსმელი მონსტრი... არადა, გრაფი დღემდე რუმინეთის გმირად ითვლება.
დღეს, ზუსტად ამავე ბრანის სასახლეში, არის მუზეუმი, სადაც ტურისტები, რომლებსაც უბრალოდ ინტერესი აქვთ ამ ადგილის მონახულებისა, ცოტა ხნით მაინც დაბრუნდნეთ XV საუკუნეში. მუზეუმში თქვენ შეგიძლიათ ნამდვილ ვამპირთან ივახშმოთ, ან უბრალოდ თქვენი თვალით ნახოთ, როგორ სვამენ ვამპირები სისხლს.
ჩვენთვის უცნობია როგორ გამოიყურებოდა გრაფი დრაკულა, თუმცა მასზე გადაღებული ფილმით ის ყველას ისეთად მიაჩნია, როგორიც ფილმშია..
ისტორიკოსები კი დღემდე ამტკიცებენ, რომ გრაფი ისტორიის უსამართლო მსხვერპლია...