საქართველომ პარალიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა - ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია - კვირის პალიტრა

საქართველომ პარალიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა - ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველომ პარალიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი მოწინააღმდეგე ბრიანა ვიდე 15-11 ანგარიშით დაამარცხა.შეგახსენებთ, რომ ნინა თიბილაშვილმა პირველ შეხვედრაში ჰიო კიონგ კვონი ანგარიშით 15:5 დაამარცხა, მეოთხედფინალში იუ ჩუ იესთან ანგარიშით 15:4 გაიმარჯვა, ნახევარფინალი ჩინელ პარასპორტსმენთან დათმო, რეპეშაჟში კი უკრაინელ ეტლით მოფარიკავეს სძლია.ნინა თიბილაშვილი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, გუნდურ თანრიგში მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.