"მინდა, რომ ეს ვიდეო ბევრმა ნახოს..." - თათია სულუაშვილი ვიდეო მიმართვას აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"მინდა, რომ ეს ვიდეო ბევრმა ნახოს..." - თათია სულუაშვილი ვიდეო მიმართვას აქვეყნებს

იუ­მო­რის­ტი თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი ვი­დეო მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბავს ჰყვე­ბა და იხ­სე­ნებს თუ რო­გორ მი­მარ­თა ერთ-ერ­თმა მშო­ბელ­მა მო­ზარდ შვილს.

"მინ­და, რომ ეს ვი­დეო ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს და ხან­და­ხან და­ფიქ­რდნენ თა­ვი­ანთ სი­ტყვებ­ზე.

დღეს სამ­სა­ხუ­რი­დან მოვ­დი­ო­დი, შე­ვე­დი მა­ღა­ზი­ა­ში და რიგ­ში მო­მი­წია დად­გო­მა. ჩემს წინ იდგა დედა-შვი­ლი, ბავ­შვი იქ­ნე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით, 10-11 წლის, ცოტა მო­უს­ვე­ნა­რი, რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, ბავ­შვებს ზო­გა­დად, უჭირთ რიგ­ში დგო­მა და ეს ბავ­შვიც ცოტა ცელ­ქობ­და, დე­და­მი­სი აწყნა­რებ­და, ეუბ­ნე­ბო­და, გა­ჩერ­დი, მო­ის­ვე­ნე, მო­ის­ვე­ნე და ბო­ლოს მი­მარ­თა კა­ტას­ტრო­ფა ფრა­ზით - "ნუ იქ­ცე­ვი აუ­ტის­ტი­ვით".შევ­შფოთ­დი, ძა­ლი­ან ცუ­დად მომ­ხვდა ყურ­ში. ვკი­თხე, რას ნიშ­ნავს აუ­ტის­ტი­ვით მოქ­ცე­ვა-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა - "აი, ეს რო­გორც იქ­ცე­ვა, ცე­ტი­ვით“.

ჯერ ერთი, აუ­ტის­ტე­ბი ცე­ტე­ბი არ არი­ან, და მე­ო­რეც, რამ­ხე­ლა ვირუ­სი გა­უშ­ვა ამ ბავ­შვის ტვინ­ში. რამ­ხე­ლა ნე­გა­ტი­ვი გა­უშ­ვა და რო­გორ შე­უც­ვა­ლა ამ ბავ­შვს და­მო­კიდ­ბე­უ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ამ ერთი არას­წო­რი წი­ნა­და­დე­ბით.

აუ­ტის­ტე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნე­ბი, ყვე­ლა­ზე ადა­მი­ა­ნუ­რე­ბი და ისი­ნი სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ეს კარ­გად და­ვი­მახ­სოვ­როთ", - ამ­ბობს თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი.