რუსეთი აპოკალიფსით იმუქრება?! - რა განცხადება გააკეთა პუტინის პრესმდივანმა - კვირის პალიტრა

რუსეთი აპოკალიფსით იმუქრება?! - რა განცხადება გააკეთა პუტინის პრესმდივანმა

რუსეთის ბირთვული დოქტრინის განახლება განპირობებულია არსებული დღის წესრიგით, რომელიც დასავლეთის ქმედებების შედეგად ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

“ბირთვული დოქტრინის ამ განახლებას მოითხოვს არსებული დღის წესრიგი და მდგომარეობა, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ქმედებების შედეგად წარმოიქმნა“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ცვლის თავის ბირთვულ დოქტრინას. მისი განმარტებით, ეს მოხდება კონფლიქტებისა და ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დასავლეთის ქმედებების ანალიზის საფუძველზე.

"ინტერპრესნიუსი"