"საწყალი ბიჭი, 2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა" - ვინ არის სარკინიგზო ავარიისას დაღუპული ახალგაზრდა? - კვირის პალიტრა

"საწყალი ბიჭი, 2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა" - ვინ არის სარკინიგზო ავარიისას დაღუპული ახალგაზრდა?

ასევე დაგაინტერესებთ - "სა­მი­დან ერთი გად­მომხტა­რა... ისე­თი და­ლე­წი­ლია სა­ცო­და­ვი, ხელ-ფეხი მი­ა­კე­რეს..." - რას ჰყვება სარკინიგზო ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი?

3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად "საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი გარდაიცვალა, ისინი გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ლაშა ცაგარეიშვილია და როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მას 2 თვის წინ ჰქონდა ქორწილი.

საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი გია ყრუაშვილი წერს:

"აი, ეს ანგელოზი ბიჭი ემსხვერპლა ავჭალა-დიდუბის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას. გული მეწვის. ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს რკინიგზას. საწყალი ბიჭი, 2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა".

გუშინ, მომხდარის შესახებ „საქართველოს რკინიგზამ" განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა:

„3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.

მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს“,- ნათქვამია განცახადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ - "სა­მი­დან ერთი გად­მომხტა­რა... ისე­თი და­ლე­წი­ლია სა­ცო­და­ვი, ხელ-ფეხი მი­ა­კე­რეს..." - რას ჰყვება სარკინიგზო ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი?