როგორი ამინდი იქნება საქართველოში 6 სექტემბრამდე?! - ახალი პროგნოზი - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 6 სექტემბრამდე?! - ახალი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მომდევნო დღეებში შესაძლოა, ამინდი გაუარესდეს.

„4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"