უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საჭიროა ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა. „მე უკვე ვისაუბრე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის, მრავალი სამინისტროს გადატვირთვაზე, ძალიან მადლობელი ვარ მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის მთელი გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, დღეს უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება. „ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებასთან, გამონაკლისი არც საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. "ინტერპრესნიუსი"