ზელენსკიმ განმარტა, რატომ გადააყენა საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები
უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საჭიროა ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.
„მე უკვე ვისაუბრე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის, მრავალი სამინისტროს გადატვირთვაზე, ძალიან მადლობელი ვარ მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის მთელი გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დღეს უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება.
„ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებასთან, გამონაკლისი არც საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
"ინტერპრესნიუსი"