"მშვი­დო­ბით, მი­რი­ან!“ - ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"მშვი­დო­ბით, მი­რი­ან!“ - ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, აკა­დე­მი­კო­სი და­ვით გურ­გე­ნი­ძე, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით, ახალ­გაზ­რდა მკვლევ­რი­სა და პე­და­გო­გის, მი­რი­ან კუბ­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. სამ­ძი­მარს უცხა­დებს კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტეტ­სა და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო და მულ­ტი­მე­დია სის­ტე­მე­ბის მარ­თვი­სა და მხარ­და­ჭე­რის გან­ყო­ფი­ლე­ბას. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო და აკა­დე­მი­ურ წრე­ებს მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­აკ­ლდა ფარ­თო დი­ა­პა­ზო­ნის მქო­ნე ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რი, რომ­ლის ძი­ე­ბი­თა და შე­მეც­ნე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა, სა­უ­ბე­დუ­როდ, ასე ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მას წარ­მო­უდ­გენ­ლად ნა­ყო­ფი­ე­რი 10 წელი აკავ­ში­რებს და ამ ხნის მან­ძილ­ზე მან სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სტუ­დენ­ტებს თავი და­ა­მახ­სოვ­რა რო­გორც იმე­დის­მომ­ცემ­მა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა მკვლე­ვარ­მა, დიდ­ბუ­ნე­ბო­ვან­მა და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ­მა კო­ლე­გამ, შე­სა­ნიშ­ნავ­მა პე­და­გოგ­მა.ძნე­ლია მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი, რთუ­ლია გა­მო­ნა­ხო სი­ტყვე­ბი, ამ და­ნა­კარ­გით გა­მოწ­ვე­ულ ელ­და­სა და ტკი­ვილს ოდ­ნავ მა­ინც რომ შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქებს. სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ, კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტეტ­სა და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო და მულ­ტი­მე­დია სის­ტე­მე­ბის მარ­თვი­სა და მხარ­და­ჭე­რის გან­ყო­ფი­ლე­ბას, მის მე­გობ­რებს, კო­ლე­გებს და აღ­ზრდი­ლებს - მშვი­დო­ბით, მი­რი­ან!“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია რექ­ტო­რის, და­ვით გურ­გე­ნი­ძის სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში

"ინტერპრესნიუსი"