კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის პიკანტური ფოტოები - წყვილი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა
კრიშტინუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი პაპარაცებმა იახტაზე დააფიქსირეს - როგორც ირკვევა, წყვილი საფრანგეთში ისვენებს. ყვითელი პრესა წერს, რომ შესაძლოა, ეს თაფლობის თვეც კი ყოფილიყო, რადგან ჭორები ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ წყვილი ფარულად დაქორწინდა.
გამომწერები დარწმუნებული არიან, რომ ჯორჯინას თითზე არსებული ბეჭედი ნიშნობისაა და ამჯერად, ისინი ნამდვილად აძლევენ ურთიერთობას ოფიციალურ სახეს.
ცნობისთვის, რონალდუმ და ჯორჯინამ ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს, როცა ჯორჯინა Gucci-ს ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა. მათ უკვე სამი საერთო შვილი ჰყავთ - კრიშტიანუ უმცროსი და სამი წლის ტყუპი - ევა და მატეო. გააგრძელეთ კითხვა