სკანდალი ცნობილი სიამის ტყუპის ირგვლივ - რატომ უჩივის ყოფილი ცოლი ერთ-ერთი დის ქმარს?
სიამის ტყუპი დების, ები და ბრიტანი ჰენსელების მეუღლის ჯოშუა ბოულინგის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ჯოშუას ყოფილმა ცოლმა ანიკამ ბავშვზე მეურვეობის დასაკისრებლად სასამართლოს მიმართა.
ჯოშუა უკვე ორი წელია, რაც სიამის ერთ-ერთ ტყუპზე, ებიზეა დაქორწინებული. ანიკა და ჯოშუა 2010-2019 წლებში იყვნენ დაქორწინებული და სავარაუდოდ, სარჩელი მათ 3 წლის შვილს უნდა ეხებოდეს, რომელიც 2020 წელს, წყვილის განქორწინების შემდეგ დაიბადა.
ები და მისი ტყუპისცალი ბრიტანი TLC-ის რეალითი შოუთი გახდნენ ცნობილი, სახელწოდებით Abby and Brittany. შოუ 2012 წელს გავიდა ეთერში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტყუპები 1990 წელს ამერიკაში, მინესოტის შტატში დაიბადნენ და აქვთ საერთო მხრები, ხელები, ორი ფეხი და ორი გული. ები მარჯვენა მკლავსა და ფეხს აკონტროლებს, ბრიტანი კი მარცხენას. გააგრძელეთ კითხვა