1924 წლის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით „პალიტრა L-ი“ როსტომ ჩხეიძის „შავ ჩოხას“ გამოსცემს - წიგნი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

1924 წლის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით „პალიტრა L-ი“ როსტომ ჩხეიძის „შავ ჩოხას“ გამოსცემს - წიგნი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებაზე

წელს 1924 წლის კა­ხე­თის აჯან­ყე­ბი­დან 100 წლის­თა­ვი სრულ­დე­ბა, რა­საც „პა­ლიტ­რა L-ი“ როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩო­ხის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მით ეხ­მა­უ­რე­ბა. 9 სექ­ტემ­ბრი­დან წიგ­ნი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 15 ლა­რად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი რო­გორც მა­ღა­ზი­ებ­ში, ისე გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერ­დზე.

როს­ტომ ჩხე­ი­ძის ეს ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი აჯან­ყე­ბის თა­ოს­ნის, ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბას ეძღვნე­ბა, „ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც სამ დროს - წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს აერ­თი­ა­ნებს“, - ასე შე­ა­ფა­სა ის ჯან­სუღ ჩარ­კვი­ან­მა.

ავ­ტო­რი თა­ვი­სი თვალ­თა­ხედ­ვით აღ­წერს აჯან­ყე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და მის მთა­ვარ გმირს - ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს, აა­ნა­ლი­ზებს მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მოვ­ლე­ნებს, რე­ა­ლის­ტუ­რად წარ­მო­ა­ჩენს ბოლ­შე­ვიზ­მის სის­ხლი­ან ბუ­ნე­ბას და იმ ზი­ანს, რაც მან ჩვენს ქვე­ყა­ნას მი­ა­ყე­ნა.

„შავი ჩო­ხის“ ავ­ტო­რის - როს­ტომ ჩხე­ი­ძის შე­სა­ხებ

როს­ტომ ჩხე­ი­ძე ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, მწე­რა­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წეა. არის მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტი­ე­ბის, ესე­ე­ბის, პი­ე­სე­ბი­სა და მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რი, მათ შო­რის 29 ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნის, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად მო­ი­ცავს XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, პო­ლი­ტი­კურ და ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას.

1924 წლის კა­ხე­თის აჯან­ყე­ბის შე­სა­ხებ

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი 1924 წლის კა­ხე­თის აჯან­ყე­ბის თა­ო­სა­ნი იყო. 1921 წლი­დან - სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის შე­მოს­ვლი­დან 1924 წლამ­დე მან ურ­თუ­ლე­სი გზა გან­ვლო, ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვად დევ­ნი­ლო­ბა­ში უწევ­და, თუმ­ცა ბოლ­შე­ვიზ­მის და­უ­ძი­ნე­ბელ მტრად რჩე­ბო­და.

1921 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის შე­მოს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლია, ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­იქ­ცეს, თუმ­ცა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში რჩე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს.

3-წლი­ა­ნი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­დეგ, 1924 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ყო­ველ­თაო აჯან­ყე­ბა, რო­მე­ლიც ყველ­გან ერ­თდრო­უ­ლად, 29 აგ­ვის­ტოს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ ჭი­ა­თუ­რა­ში აჯან­ყე­ბამ 24 სა­ა­თით ადრე, 28 აგ­ვის­ტოს იფეთ­ქა. ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა მა­ინც სცა­და აჯან­ყე­ბის ბე­დის შეტ­რი­ა­ლე­ბა. მან აიღო მან­გლი­სი, დუ­შე­თი, გა­ი­მარ­ჯვა სვი­მო­ნი­ან­თხევ­სა და ხევგრძე­ლა­ზე გა­მარ­თულ სას­ტიკ ბრძო­ლებ­ში, თუმ­ცა შე­ი­ტყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა. ამას­თან, აჯან­ყე­ბუ­ლებს უკვე აღარ შე­ეძ­ლოთ თბი­ლი­სის აღე­ბა, რად­გან ბოლ­შე­ვი­კე­ბი კარ­გად იყ­ვნენ შე­ტე­ვის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

1924 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ოს­მა­ლე­თის გავ­ლით საფ­რან­გეთ­ში ჩა­დის, თუმ­ცა იცის, რომ ჩე­კის­ტე­ბი მის ახ­ლობ­ლებს სას­ტი­კად სდევ­ნი­ან და ავიწ­რო­ე­ბენ, რაც მის ცხოვ­რე­ბას მძი­მე დაღს ას­ვამს. გა­ნუ­წყვე­ტე­ლი დარ­დი, ოჯა­ხის მო­ნატ­რე­ბა და ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მა­ლე­ვე აი­სა­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. 1930 წლის 27 ივ­ნისს სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ხდე­ბა ცუ­დად. სიკ­ვდი­ლის წინ კრე­მა­ცია ითხო­ვა, იქ­ნებ ასე მა­ინც მოვ­ხვდე სა­ქარ­თვე­ლო­შიო, თუმ­ცა თხოვ­ნა ვერ შე­უს­რუ­ლეს. 2005 წელს ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან გად­მო­ას­ვე­ნეს და მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.

R