როსტომ ჩხეიძე - ავტორის თვალით დანახული ქაქუცა ჩოლოყაშვილი და იმ პერიოდის საქართველო - კვირის პალიტრა

როსტომ ჩხეიძე - ავტორის თვალით დანახული ქაქუცა ჩოლოყაშვილი და იმ პერიოდის საქართველო

ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი და­წე­რი­ლა, თუმ­ცა როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩოხა“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია. წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ქმი­რის - ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა.

სა­თა­უ­რი - „შავი ჩოხა“ შთა­გო­ნე­ბუ­ლია მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მიერ უბის წიგ­ნაკ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რით. უც­ნო­ბია, მწე­რალს რო­მა­ნის და­წე­რა სურ­და თუ მო­თხრო­ბის, ან რო­გორ სი­უ­ჟეტს შექ­მნი­და ის ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ?

როს­ტომ ჩხე­ი­ძის რო­მან­ში „შავი ჩოხა“ მხატ­ვრუ­ლად არის აღ­წე­რი­ლი 1921 წელს ბოლ­შე­ვი­კე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა, მთავ­რო­ბის ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­დახ­ვე­წი­სა და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვი; იმ პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აჯან­ყე­ბის ჩაშ­ლა, შეთ­ქმულ­თა დას­ჯი­სა და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ემიგ­რა­ცი­ა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ის­ტო­რია.

რო­გო­რია როს­ტომ ჩხე­ი­ძის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი?

წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში ნანა კუ­ცია წერს: „სა­ბე­დის­წე­რო ჟა­მი­ა­ნო­ბი­სას სწო­რედ რჩე­ულ­თა სის­ხლი იღ­ვრე­ბა (მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი რომ უშუ­ა­ლოდ ბრძო­ლის ველ­ზე არ იღუ­პე­ბა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი მა­მუ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბაა - პირ­შე­უკ­რა­ვი).

რო­გორც ყვე­ლა რო­მან­ში როს­ტომ ჩხე­ი­ძი­სა, ქა­ქუ­ცას - ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟის - პორ­ტრე­ტის გარ­შე­მო შე­მო­იქ­სო­ვე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ტილო - ეპო­ქის მო­ნუ­მენ­ტუ­რი ის­ტო­რი­ულ-მხატ­ვრუ­ლი გა­ნაზ­რე­ბა, სა­დაც, მე­ტა­ფო­რულ სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე, თი­თო­ე­ულ „ფი­გუ­რას“ (მე­ფეს თუ პაის) თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და სვლა, ერ­თა­დერ­თი როლი თუ ნი­ღა­ბი აქვს და სა­ბე­დის­წე­რო“.

ასე­თია, როს­ტომ ჩხე­ი­ძის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი. მისი ბედი უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, ცხოვ­რე­ბა სამ­შობ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში უნდა გა­ლი­ოს.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თა­ვის თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად და­უ­ღა­ლა­ვად ებ­რძო­და ბოლ­შე­ვი­კურ რე­ჟიმს. 3-წლი­ა­ნი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­დეგ, 1924 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ყო­ველ­თაო აჯან­ყე­ბა, რო­მე­ლიც ყველ­გან ერ­თდრო­უ­ლად, 29 აგ­ვის­ტოს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ ჭი­ა­თუ­რა­ში აჯან­ყე­ბამ 24 სა­ა­თით ადრე, 28 აგ­ვის­ტოს იფეთ­ქა. ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა მა­ინც სცა­და აჯან­ყე­ბის ბე­დის შეტ­რი­ა­ლე­ბა. მან აიღო მან­გლი­სი, დუ­შე­თი, გა­ი­მარ­ჯვა სვი­მო­ნი­ან­თხევ­სა და ხევგრძე­ლა­ზე გა­მარ­თულ სას­ტიკ ბრძო­ლებ­ში, თუმ­ცა შე­ი­ტყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა. ამას­თან, აჯან­ყე­ბუ­ლებს უკვე აღარ შე­ეძ­ლოთ თბი­ლი­სის აღე­ბა, რად­გან ბოლ­შე­ვი­კე­ბი კარ­გად იყ­ვნენ შე­ტე­ვის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

1924 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ოს­მა­ლე­თის გავ­ლით საფ­რან­გეთ­ში ჩა­დის, თუმ­ცა იცის, რომ ჩე­კის­ტე­ბი მის ახ­ლობ­ლებს სას­ტი­კად სდევ­ნი­ან და ავიწ­რო­ე­ბენ, რაც მის ცხოვ­რე­ბას მძი­მე დაღს ას­ვამს. გა­ნუ­წყვე­ტე­ლი დარ­დი, ოჯა­ხის მო­ნატ­რე­ბა და ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მა­ლე­ვე აი­სა­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. 1930 წლის 27 ივ­ნისს სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ხდე­ბა ცუ­დად. სიკ­ვდი­ლის წინ კრე­მა­ცია ითხო­ვა, იქ­ნებ ასე მა­ინც მოვ­ხვდე სა­ქარ­თვე­ლო­შიო, თუმ­ცა თხოვ­ნა ვერ შე­უს­რუ­ლეს. 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ბოლო ნატ­ვრა ას­რულ­და. მისი ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან გად­მო­ას­ვე­ნეს და მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.

„პერ­სო­ნა­ჟის ყო­ფის ტრა­გი­კუ­ლო­ბას ამ­კვეთ­რებს ტექ­სტის ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ლო­კა­ლიც (ფრან­გუ­ლი სა­ნა­ტო­რი­უ­მი ფილ­ტვე­ბით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის) და იძუ­ლე­ბი­თი ემიგ­რან­ტის მწა­რე ფიქ­რიც: „ლა­მა­ზი მხა­რეა, მაგ­რამ ჩვენს მთებ­თან სი­ლა­მა­ზით არა­ფე­რი შე­და­რე­ბა არ არის...“, - წერს „შავი ჩო­ხის“ წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბის ავ­ტო­რი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის ტრა­გი­კულ და­სას­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

წელს 1924 წლის აჯან­ყე­ბის 100 წლის­თა­ვია, რო­მელ­საც „პა­ლიტ­რა L-მა“ როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩო­ხის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მა მი­უ­ძღვნა. წიგ­ნი მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე 9 სექ­ტემ­ბრი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა.