"ასეთი ვინ ხართ-თქო და აშშ-ს პასპორტი გვაჩვენა. ერმილე ანერვიულდა, შეურაცხყოფა რომ მიაყენა და ცუდად გახდა. ეს კაცი იდგა და იცინოდა მერე" - რას ჰყვება თვითმხილველი დეპუტატი? - კვირის პალიტრა

"ასეთი ვინ ხართ-თქო და აშშ-ს პასპორტი გვაჩვენა. ერმილე ანერვიულდა, შეურაცხყოფა რომ მიაყენა და ცუდად გახდა. ეს კაცი იდგა და იცინოდა მერე" - რას ჰყვება თვითმხილველი დეპუტატი?

სოფელ გეგუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კილაძემ „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძისა და ოპოზიციის აქტივისტის, როლანდ ნუცუბიძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ერმილე გიგიაძე გამოვიდა ოფისიდან, გამოვიდა და პიროვნება, რომელიც იდგა, მანამდე იხედებოდა ჩვენი ოფისის ფანჯრებში და ათვალიერებდა, რა ხდებოდა, დაუწყო პირდაპირ ლანძღვა ერმილეს, თქვენ რა გაგიკეთებიათ, აქ რატომ გააკეთეთ ეს ოფისი, თქვენ ქვეყანას აქცევთ, ღუპავთ, კარგავთ ქვეყნის მომავალსო; ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, თქვენ გაჩვენებთ, რა მოხდება მერეო, თქვენ მე ვინ გგონივართო. გვაჩვენებდა ამერიკის პასპორტს. ერმილე გამოვიდა, ძალიან ანერვიულდა, ამ კაცმა რომ გალანძღა, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოვიდა და გახდა ცუდად, იქვე დაეცა. მე ექიმი ვარ და სასწრაფოს მოსვლამდე, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში, ვუტარებდი პირველად დახმარებას, მაგრამ ვერ ვუშველეთ, გარდაიცვალა. შეეწირა ასეთ სიტუაციას. ერმილე რომ დაეცა, ის აქ იყო, შეხედა, იცინოდა“, - განაცხადა შალვა კილაძემ.

palitravideo.ge

ვიდეო: "რუსთავი 2"