"18 წლის გიორგის 143 000 $ ესაჭიროება, მან ხერხემლის კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო უბედური შემთხვევის შედეგად" - რა მიმართვას ავრცელებენ ოჯახის ახლობლები - კვირის პალიტრა

"18 წლის გიორგის 143 000 $ ესაჭიროება, მან ხერხემლის კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო უბედური შემთხვევის შედეგად" - რა მიმართვას ავრცელებენ ოჯახის ახლობლები

18 წლის გიორგი ქარდავას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

"22 აგვისტოს უბედური შემთხვევის შედეგად მან ხერხემლის კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.

საქართველოში გიორგის ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, სამწუხაროდ ოპერაციის შემდგომი მკურნალობა საქართველოში არ ტარდება.

გიორგი ამ დრომდე არის მართვით სუნთქვაზე, ტრამვის შემდგომი გართულებებია:

• ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი;

• სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

• მწვავე ბრონქიტი.

ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში პოსტოპერაციული მკურნალობა, ყოველ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის გადასარჩენად, აღნიშნული გადაუდებელი მკურნალობა კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული; კერძოდ პირველ ეტაპზე კლინიკაში გადასაყვანად მას ესაჭიროება 143, 000 $.

გთხოვთ დავეხმაროთ გიორგის:

მიმღები დედა, ნესტან გოგოხია:

#GE96BG0000000601830926

#GE49TB7854645064300078

#GE68LB0711187404890000

პ/ნ: 19001033137" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

palitravideo.ge