ერთმანეთს საჯაროდ, სცენაზე დაუპირისპირდნენ - რა თქვა Vogue-ს რედაქტორმა ნაომი კემპბელზე, რამაც მოდელის გაღიზიანება გამოიწვია
მოდის ინდუსტრიის ლეგენდარული წარმომადგენლები ანა ვინტური და ნაომი კემპბელი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ.
სუპერმოდელი და Vogue-ს მთავარი რედაქტორი ნიუ იორკში Harlem's Fashion Row Fashion Show & Style Awards-ს დაესწრნენ, სადაც "მოდის ლეგენდის" ჯილდო ნაომისთვის ანა ვინტურს უნდა გადაეცა. იმ მომენტში, როცა ანა სცენაზე ავიდა, ნაომი დარბაზში არ იმყოფებოდა, მან დააგვიანა. ანა ვინტურმა კი თქვა - "ეს ჯილდო გადაეცემა მას, ვინც ხშირად აგვიანებს“.
საზოგადოებისთვის ცნობილია ანა ვინტურის სიმკაცრის შესახებ, Vogue-ს რედაქტორი განსაკუთრებით შეუწყნარებელია არაპუნქტუალური ადამიანების მიმართ და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ აგვიანებს.
მოგვიანებით, როდესაც უკვე ნაომი კემპბელი დარბაზში მივიდა, ჯილდო მას Harper’s Bazaar-ის მთავარმა რედაქტორმა, სამირა ნასრიმ გადასცა. იხილეთ სრულად