"თუ მესიზმრება, არავინ გამაღვიძოთ" - რას წერს ია სუხიტაშვილი ვენეციიდან?
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის, "აპრილის" პრემიერა გაიმართა.
პრემიერაზე იმყოფებოდნენ ფილმის კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე. ისინი კინოსურათში მთავარ როლებს ასრულებენ.
სოციალურ ქსელში ქართველი მსახიობების ფოტოები გავრცელდა, რომელსაც საზოგადოების გამოხმაურებაც მოჰყვა. ფოტოს აქვეყნებს მსახიობი ია სუხიტაშვილიც:
"ვენეცია, ფილმი "აპრილი", დეა, მე, კახა,მერაბი და საოცარი შეგრძნება, თუ მესიზმრება, არავინ გამაღვიძოთ", - წერს მსახიობი.