9 სექტემბრიდან როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა) წიგნის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი - კვირის პალიტრა

9 სექტემბრიდან როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა) წიგნის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს: როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩოხა“ (ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის ქრო­ნი­კა), რო­მე­ლიც კა­ხე­თის აჯან­ყე­ბის 100 წლის­თავს ეძღვნე­ბა, 9 სექ­ტემ­ბრი­დან წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

წიგ­ნი გა­მოს­ვლი­დან ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 15 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა რო­გორც „ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­ში, ასე­ვე ონ­ლა­ინ, სა­იტ­ზე - www.palitral.ge

როს­ტომ ჩხე­ი­ძის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის ქრო­ნი­კას ასა­ხავს. წიგ­ნი სამ დროს - წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს აერ­თი­ა­ნებს.

„შავი ჩოხა“ ბი­ოგ­რა­ფი­ულ რო­მან­თა რკა­ლის ერთი უარ­სე­ბი­თე­სი "ხრტი­ლია" - გა­მორ­ჩე­უ­ლი ქრო­ნო­ტო­პი­თა და გა­მორ­ჩე­უ­ლი­ვე პერ­სო­ნაჟ(ებ)ით. ... რო­გორც ყო­ველ რო­მან­ში როს­ტომ ჩხე­ი­ძი­სა, ქა­ქუ­ცას - ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟის - პორ­ტრე­ტის (სწო­რედ პორ­ტრე­ტის და არა აბ­რის) გარ­შე­მო შე­მო­იქ­სო­ვე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ტილო - ეპო­ქის მო­ნუ­მენ­ტუ­რი ის­ტო­რი­ულ-მხატ­ვრუ­ლი გა­ნაზ­რე­ბა, სა­დაც მე­ტა­ფო­რულ სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე, თი­თო­ე­ულ "ფი­გუ­რას" (მე­ფეს თუ პა­იკს) თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და სვლა, ერ­თა­დერ­თი როლი თუ ნი­ღა­ბი აქვს და ყო­ველ­თვის - სა­ბე­დის­წე­რო. ... დრო გმი­რო­ბი­სა ყო­ველ­თვი­საა, პოსტმო­დერ­ნიზ­მის ხა­ნა­შიც კი..."

„შავ ჩო­ხა­ში“ ეპო­ქის უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის „ჰე­რო­ი­კუ­ლი სა­ხე­ლის“ გარ­შე­მო შე­მო­იქ­სო­ვე­ბა და მკი­თხვე­ლი კი­დევ ერთხელ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ სწო­რედ დი­ა­დი, ზნე­ობ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბე­ბი აქ­ცე­ვენ ბრბოს ხალ­ხად, ხალ­ხს - ერად, ერად­ყოფ­ნის მის­ტე­რი­ის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რე­ბი სწო­რედ რჩე­ულ­ნი არი­ან, გა­ვი­მე­ო­რებთ - ერის თა­ნამ­დე­ვი უკ­ვდა­ვი სუ­ლის კონ­კრე­ტუ­ლი გან­მა­სა­ხი­ე­რე­ბელ­ნი კონ­კრე­ტულ ეპო­ქა­ში, რათა, ლო­კა­ლუ­რი თუ გლო­ბა­ლუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის დუნ­დგო­ში ერი ხალ­ხად, ხალ­ხი კი ბრბოდ არ იქ­ცეს“, - ნანა კუ­ცია.

R