რატომ უნდა წაიკითხოთ როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა? - კვირის პალიტრა

რატომ უნდა წაიკითხოთ როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა?

ის­ტო­რი­ამ შე­მოგ­ვი­ნა­ხა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის თავ­და­დე­ბი­სა და გმი­რო­ბის ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შთაგ­ვა­გო­ნებს და ეროვ­ნულ სუ­ლის­კვე­თე­ბას აღ­ვი­ძებს. მათ შო­რის არის 1924 წლის კა­ხე­თის აჯან­ყე­ბა, რომ­ლის თა­ო­სა­ნიც ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი და ბოლ­შე­ვი­კე­ბის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს 1924 წლის აჯან­ყე­ბი­დან 100 წელი ხდე­ბა

1921 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის წი­თე­ლი არ­მია შე­მო­იჭ­რა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვად შეც­ვა­ლა და მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი­სა და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მი­მართ რეპ­რე­სი­ე­ბი და­ი­წყო. ნოე ჟორ­და­ნია - სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მე­ო­რე მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წევ­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, ბა­თუ­მის გავ­ლით გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ ქვეყ­ნი­დან.

ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რჩე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის დროს ის სა­მეგ­რე­ლო­ში ცხე­ნო­სა­ნი არ­მი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად იყო მივ­ლე­ნი­ლი. თბი­ლის­ში მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სწო­რედ იქ შე­ი­ტყო.

1924 წლის აჯან­ყე­ბამ­დე, რო­მელ­საც მთე­ლი ქვე­ყა­ნა უნდა მო­ეც­ვა, ნი­ა­და­გი 1921 წლი­დან­ვე მზად­დე­ბო­და. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აჯან­ყე­ბის მე­თა­უ­რი იყო სამ­ხედ­რო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც 1922 წლის მარ­ტში გე­ნე­რალ კოტე აფხა­ზის მე­თა­უ­რო­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ცენ­ტრმა კა­ხეთ­ში პარ­ტი­ზა­ნუ­ლი რაზ­მე­ბის მე­თა­უ­რო­ბა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს და­ა­ვა­ლა, ხოლო ქარ­თლში - მი­ხე­ილ ლაშ­ქა­რაშ­ვილს.

1922 წლის მარ­ტში ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თა­ვის „სა­ქარ­თვე­ლოს შე­ფი­ცულ­თა რაზმთან“ ერ­თად ტყე­ში გა­ი­ხიზ­ნე­ბა და იქ იწყებს სა­ყო­ველ­თაო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­თვის ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბას. ამ პე­რი­ოდ­ში მას ჰქონ­და მას­შტა­ბუ­რი აჯან­ყე­ბის მცდე­ლო­ბა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან შე­უ­თან­ხმებლბის გამო ჩა­ნა­ფიქ­რი ვერ შეს­რულ­და (სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ უარი თქვა ნა­ად­რევ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩარ­თვა­ზე). აჯან­ყე­ბის მცდე­ლო­ბას მოჰ­ყვა დახ­ვრე­ტე­ბი. მომ­დევ­ნო წელი თა­ნა­მო­აზ­რე­თათ­ვის კი­დევ უფრო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათ უღა­ლა­ტეს და „ჩე­კას“ სამ­ხედ­რო ცენ­ტრის შე­მად­გენ­ლო­ბა შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რა­საც შეთ­ქმულ­თა 15-ვე წევ­რის დახ­ვრე­ტა მოჰ­ყვა. მათ შო­რის იყო კოტე აფხა­ზიც.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს დრო­ე­ბით ქვეყ­ნი­დან გა­ხიზ­ვნა უწევს, თუმ­ცა 1923 წლის დე­კემ­ბერ­ში ორ შე­ფი­ცულ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბა. „ჩე­კის­ტე­ბი“ მის კვალს ვერ პო­უ­ლო­ბენ.

1924 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ყო­ველ­თაო აჯან­ყე­ბა, რო­მე­ლიც ყველ­გან ერ­თდრო­უ­ლად, 29 აგ­ვის­ტოს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. სა­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წყურ­ვი­ლი აერ­თი­ა­ნებ­და ათა­სო­ბით ადა­მი­ანს.

სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ ჭი­ა­თუ­რა­ში აჯან­ყე­ბამ 24 სა­ა­თით ადრე, 28 აგ­ვის­ტოს იფეთ­ქა. სწო­რედ ამან გა­და­წყვი­ტა აჯან­ყე­ბის ბედი და საბ­ჭო­თა ჯა­რებს უპი­რა­ტე­სო­ბა მის­ცა.

შეთ­ქმუ­ლე­ბი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბას აღ­წევ­დნენ. ამ აჯან­ყე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი სა­დაც კი ძა­ლა­უფ­ლე­ბა­სა და კონ­ტროლს ინარ­ჩუ­ნებს, იწყებს ყვე­ლა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის დახ­ვრე­ტას თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ფოთ­ში, გორ­ში, სო­ხუმ­ში, თე­ლავ­ში. ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ ისევ და ისევ ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნი-შო­რაპ­ნის ზო­ნა­ში ტყვედ აყ­ვა­ნილ­თა ჯგუ­ფის, და­ახ­ლო­ე­ბით 100-ზე მეტი კა­ცის დახ­ვრე­ტა. ისი­ნი და­ხუ­რუ­ლი სა­ბარ­გო ვა­გო­ნე­ბით მო­ტყუ­ე­ბით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ზეს­ტა­ფო­ნის სად­გურ­ში, ღა­მით გა­და­იყ­ვა­ნეს წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ ად­გი­ლას, მაგ­რამ როცა ვა­გო­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და და­ი­წყეს სრო­ლა, ვა­გო­ნებ­ში დარ­ჩე­ნი­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რა ხდე­ბო­და, და­ი­წყეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და სა­დამ­სჯე­ლო ნა­წი­ლე­ბის უფ­რო­სის ილა­რი­ონ ტა­ლა­ხა­ძის ბრძა­ნე­ბით ვა­გო­ნე­ბი გა­რე­დან და­ცხრი­ლეს ტყვი­ამფრქვე­ვე­ბით. ასე ამო­ხო­ცეს უმ­რავ­ლე­სო­ბა, შემ­დეგ კი ისი­ნი სა­ერ­თო სა­მარ­ხებ­ში ჩა­ყა­რეს.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა მა­ინც სცა­და აჯან­ყე­ბის ბე­დის შეტ­რი­ა­ლე­ბა. მან აიღო მან­გლი­სი, დუ­შე­თი, გა­ი­მარ­ჯვა სვი­მო­ნი­ან­თხევ­სა და ხევგრძე­ლა­ზე გა­მარ­თულ სას­ტიკ ბრძო­ლებ­ში, თუმ­ცა შე­ი­ტყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა. ამას­თან, აჯან­ყე­ბუ­ლებს უკვე აღარ შე­ეძ­ლოთ თბი­ლი­სის აღე­ბა, რად­გან ბოლ­შე­ვი­კე­ბი კარ­გად იყ­ვნენ შე­ტე­ვის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, 29 აგ­ვის­ტო­დან 6 სექ­ტემ­ბრამ­დე ბოლ­შე­ვი­კებ­მა 5000 ადა­მი­ა­ნი დახ­ვრი­ტეს.

1924 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ოს­მა­ლე­თის გავ­ლით საფ­რან­გეთ­ში ჩა­დის, თუმ­ცა იცის, რომ ჩე­კის­ტე­ბი მის ახ­ლობ­ლებს სას­ტი­კად სდევ­ნი­ან და ავიწ­რო­ე­ბენ, რაც მის ცხოვ­რე­ბას მძი­მე დაღს ას­ვამს. გა­ნუ­წყვე­ტე­ლი დარ­დი, ოჯა­ხის მო­ნატ­რე­ბა და ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მა­ლე­ვე აი­სა­ხე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. 1930 წლის 27 ივ­ნისს სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ხდე­ბა ცუ­დად. სიკ­ვდი­ლის წინ კრე­მა­ცია ითხო­ვა, იქ­ნებ ასე მა­ინც მოვ­ხვდე სა­ქარ­თვე­ლო­შიო, თუმ­ცა თხოვ­ნა ვერ შე­უს­რუ­ლეს. 2005 წელს ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან გად­მო­ას­ვე­ნეს და მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.

როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩოხა“ სწო­რედ 1924 წლის აჯან­ყე­ბი­სა და მისი გმი­რის - ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს, აღ­წერს მის მცდე­ლო­ბებს, და­უბ­რუ­ნოს ქვე­ყა­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, წი­თე­ლი არ­მი­ის შემ­ზა­რავ ქმე­დე­ბებ­სა და ტრა­გი­კულ ბედს, რო­მე­ლიც შე­ფი­ცუ­ლებს ხვდათ წი­ლად.

ეს არის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი გმი­რო­ბი­სა და თავ­და­დე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა კვლავ უწევს, პატ­რი­ო­ტულ სუ­ლის­კვე­თე­ბას აღ­ვი­ვებს. 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას შე­ე­წი­რა ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, რომ­ლებ­საც სჯე­რო­დათ, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ერ­თი­ა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და. ამ მიზ­ნებს საფრ­თხეს კვლავ რუ­სე­თი და მისი სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი უქ­მნის.

საბ­ჭო­თა ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აჯან­ყე­ბი­დან 100 წლის თავს „პა­ლიტ­რა L-ი“ როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩო­ხის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მით ეხ­მა­უ­რე­ბა. წიგ­ნი 9 სექ­ტემ­ბრი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 15 ლა­რად რო­გორც მა­ღა­ზი­ებ­ში, ისე გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერ­დზე.

წყა­რო­ე­ბი: ჟურ­ნა­ლი „ის­ტო­რი­ა­ნი“, როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩოხა“ და „კვი­რის პა­ლიტ­რა“