ამბები დონალდ ტრამპის ვაჟზე - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?
18 წლის ბარონ ტრამპმა სწავლის გაგრძელება სტერნის ბიზნესის სკოლაში გადაწყვიტა. ინფორმაცია აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.
პაპარაცებმა მელანია და დონალდ ტრამპების ვაჟი, რომელიც თინეიჯერ გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ნიუ-იორკში გადაიღეს. ის ბიზნეს-სკოლას უკვე ეწვია და თანაკურსელების გაცნობაც მოასწრო.
მისი არჩევანი საიდუმლოდ ინახებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბარონმა გადაწყვეტილება მიიღო, დონალდ ტრამპმა DailyMail.com- თან დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბარონს უამრავი არჩევანი ჰქონდა. სწავლასთან დაკავშირებით მას პრობლემა არ აქვს, რადგან ბავშვობიდან დისციპლინას არის მიჩვეული.
"ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია და წავა სტერნში, ბიზნეს სკოლაში, რომელიც შესანიშნავი სკოლაა N.Y.U-ში", -განაცხადა ტრამპმა. იხილეთ სრულად