რუსეთის პრეზიდენტის ირონიული კომენტარი კამალა ჰარისსზე - კვირის პალიტრა

რუსეთის პრეზიდენტის ირონიული კომენტარი კამალა ჰარისსზე

რუ­სეთს სურს, რომ აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კა­მა­ლა ჰა­რის­მა გა­ი­მარ­ჯვოს. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ირო­ნი­უ­ლი ტო­ნით გა­ნა­ცხა­და.

"ვამ­ბობ­დი, რომ ჩვე­ნი ფა­ვო­რი­ტი, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, ბა­ტო­ნი ბა­ი­დე­ნი იყო. ის მოხ­სნეს რბო­ლი­დან და მან რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა თა­ვის ყვე­ლა მხარ­დამ­ჭერს, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რონ ქალ­ბა­ტონ ჰა­რისს. ასე რომ, ჩვენც ასე მო­ვიქ­ცე­ვით, მხარს და­ვუ­ჭერთ მას“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა. პუ­ტი­ნი ჰა­რის­ზე სა­უბ­რი­სას მხო­ლოდ ამით არ შე­მო­ი­ფარ­გლა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის სი­ცილ­ზე გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი.

"მისი სი­ცი­ლი ისე­თი ექ­სპრე­სი­უ­ლი და გა­დამ­დე­ბია, რო­გორც ჩანს, მას­თან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში არ­ჩე­ვა­ნი ამე­რი­კელ ხალ­ხზეა და ჩვენ პა­ტივს ვცემთ მათ არ­ჩე­ვანს", - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას თეთრ სახ­ლშიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და გა­ნა­ცხა­დეს, რომ პუ­ტინ­მა მათ არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი უნდა შე­წყვი­ტოს. იხილეთ სრულად